სიღნაღის რაიონში სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
სიღნაღელებს სტიქიამ ვენახები და ბოსტან-ბაღჩეული თითქმის 100% გაუნადგურა. გლეხების უმეტესობა ფიქრობს, რომ წელს მათი ოჯახები შემოსავლის გარეშე დარჩა.
როგორც რადიო "ჰერეთს" სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ზედელაშვილმა განუცხადა, ზარალი დგინდება, თუმცა რაიონის მწირი ბიუჯეტიდან გამომდინარე ასანაზღაურებლად თანხების გამოყოფა ვერ მოხერხდება.
ძლიერმა სეტყვამ და ქარმა სიღნაღის რაიონი გასულ კვირას სერიოზულად დააზარალა.
წყარო: რადიო ჰერეთი