კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის კლინიკურ საავადმყოფოში კლიენტების უფლებები ირღვევა

8 ივლისი, 2008

თბილისის კლინიკურ საავადმყოფოში პაციენტების უფლებებს არღვევენ. უფლებების დარღვევა უფასო მომსახურებაში თანხის გადახდევინებითა და პაციენტებისადმი უყურადღებობით გამოიხატება.

როგორც "ადამიანის უფლებათა ცენტრს" ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური საავადმყოფოს პაციენტებმა აცნობეს, საავადმყოფოს ექიმები მათგან წინასაოპერაციო გამოკვლევევისათვის ნაღდი ფულის გადახდას მოითხოვენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობენ და sამედიცინო dაზღვევის სერთიფიკატები აქვთ.

იმ ავადმყოფებს, რომლებიც ექიმების ამ მოთხოვნაზე უარს ამბობენ, მედპერსონალი უყურადღებოდ ტოვებს. ამასთან, მკურნალები მათ საკუთარი ხარჯებით იმ მედიკამენტების მიტანასაც სთხოვენ, რომლებიც საავადმყოფოს თავადაც აქვს.

გარდა ამისა, სპეციალისტები, რომლებიც გამოკვლევებს აკეთებენ, შაბათს და კვირას, მორიგეობის მიუხედავად, საავადმყოფოში არ ცხადდებიან. სტაციონარში თითოეული ექიმის მოყვანა 30 ლარი ღირს, ნაღდი ანგარიშსწორებით.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ თავად საავადმყოფოსაც  დაუკავშირდა. თუმცა ადმინისტრაციამ კომენტარის გაკეთებისგან  თავი შეიკავა.


გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები