კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბორჯომის პლატოს უნიკალური ტყის გაჩეხვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

8 ივლისი, 2008

დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ირაკლი ღვალაძემ და სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარემ ლაშა ჭკადუამ ბორჯომის პლატოს უნიკალური ტყეში შექმნილი მდგომარეობა პირადად გადაამოწმეს.  

გარემოს დაცვის სამინიტრომ ბორჯომის ხეობაში, კომპოზიტორთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის უკანონო ჭრის ფაქტები გამოავლინა. ბრაკონიერები კვალის დასაფარად ახლად მოჭრილი ხის ძირებს ცეცხლს ატარებდნენ, რაც ძველი ნაკაფის კვალს ტოვებდა. გარემოს დაცვის მინიტრმა ადგილზე მიიღო გადაწყვეტილება და სამსახურიდან დაითხოვა ბორჯომის უბნის უფროსი და რამდენიმე პასუხისმგებელი ტყის რეინჯერი. გარემოს დაცვის ინსპექციამ დალუქა ბორჯომის ხეობაში ორი ხის სახერხი, სადაც სავარაუდოდ პლატოდან უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე მუშავდებოდა. მომხდარ ფაქტზე სამართალდამცავებმა  გამოძიება უკვე დაიწყეს.  

ბორჯომის ხეობაში გარემოს დაცვი მინისტრი, ირაკლი ღვალაძე ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათ ტყის სწორ მოხმარებაზე ესაუბრა. ღვალაძის განმარტებით, მოსახლეობას ყველა პირობა ექნება კანონიერად ისარგებლოს როგორც სათბობი, ისე სამასალე ხე-ტყით, თუმცა უკანონო მომხმარებლები და უყურადრებო ტყის მცველები უმკაცრესად დაისჯებიან. პლატოს უნიკალურ ტყის გადასარჩენად, შესაბამისი იურიდიული დოკუმენტების მომზადების და მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ ის დაცულ ტერიტორიად გამოცხადდება.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები