14:02, Wednesday, 11.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ამხანაგობის წევრებს კორპუსს ართმევენ

08.07.2008
,,ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მომართა ამხანაგობა ,,თაბუკაშვილი-88“-ის წარმომადგენლებმა. ეს ამხანაგობა 1988 წელს თბილისში, ლევან თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის მიერ დაარსდა. დაფუძნების შემდეგ ამხანაგობამ დაიკანონა ის ტერიტორია, რომელზედაც მათი სახლები იყო აშენებული. შემდეგ, საერთო გადაწყვეტილების თანახმად, ამხანაგობის წევრებმა ძველი ავარიული სახლები დაანგრიეს და ახალი ათსართულიანი კორპუსის მშენებლობა წამოიწყეს.

,,თაბუკაშვილი-88“ თანადამფუძნებლები  აცხადებენ, რომ ამჟამად ამხანაგობის ერთი ჯგუფი, ამავე ამხანაგობის ყოფილ ხელმძღვანელთან ერთად უკანონოდ ცდილობს, ამხანაგობიდან გარიცხოს დამფუძნებელი წევრების უმრავლესობა და  მშენებარე კორპუსი მთლიანად ჩაიგდოს ხელში.

ამხანაგობის წევრების მცირე ჯგუფმა, ზურაბ თაბუკაშვილის ხელმძღვანელობით, საეჭვო ვითარებაში მოახერხა ამხანაგობის ე.წ. გამგეობის დაფუძნება და მისი მეშვობით ცდილობდა ამხანაგობის სრულუფლებიანი წევრების ამხანაგობიდან გარიცხვას. გამგეობის უკანონობას ადასტურებს ის, რომ მისი შექმნა მოხდა თვითნებურად და არჩევნებში ამხნაგობის წევრების უმრავლესობას მონაწილეობა არ მიუღია.

მოგვიანებით, 2007 წელს ჩატარდა ამხანაგობის საერთო კრება, რომელზედაც ზურაბ თაბუკაშვილი თანამდებობიდან გადააყენეს და მის ნაცვლად დაინიშნა ზაურ ჯამაგიძე. მიუხედავად ამისა, დღემდე ზურაბ თაბუკაშვილი ცდილობს, ამხანაგობის წევრთა გვერდის ავლით, თვითნებურად მიიღოს გადაწყვეტილებები და განკარგოს საერთო ქონება, კერძოდ ამხანაგობის წევრების გარიცხვით ხელში ჩაიგდოს მათი ქონება და მიიღოს ამით კომერციული სარგებელი. აღსანიშნავია, რომ ლევან თაბუკაშვილის ქუჩა მდებარეობს პრესტიჟულ უბანში, სადაც საბინაო ფართი საკმაოდ ძვირი ღირს.

კორპუსის მშენებლობას ამჟამად სამშენებლო კომპანია ,,ცენტრ-პოინტი“ აწარმოებს. მისი ქვემოიჯარე არის ,,ევრაზიის საინვესტიციო სააგენტო“.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ,,ცენტრ-პოინტი ჯგუფს“  აღნიშნულ მშენებლობაზე ამხანაგობის წევრების წერილობითი თანხმობა არ ჰქონდა. ასევე მათი თანხმობის გარეშე  ეს მიწა დაიტვირთა იპოთეკით.

ამხანაგობამ მიმართა  თბილისის საჯარო რეესტრის ეროვნულ ბიუროს 116 დამფუძნებელი წევრის თბილისში ლ. თაბუკაშვილის ქუჩა 7,9,11,11ა,18,19-ში არსებული უძრავი ქონების თანასაკუთრებაში აღრიცხვის თაობაზე.   რეესტრის პასუხით, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის საჭიროა ყველა წევრის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება (გარიგება) და ამ ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილი ორგანოს გადაწყვეტილება, რომელიც დაადასტურებს ამხანაგობის ყველა წევრის მოთხოვნას, დარეგისტრირდნენ თანამესაკუთრეებად საჯარო რეესტრში.

იმის გამო, რომ ამხანაგობა ორადაა გაყოფილი ერთიანი ხელშეკრულების წარმოდგენა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. ამხანაგობის თავმჯდომარე ზაურ ჯამაგიძე მოუწოდებს ამხანაგობის ყველა წევრს, გამონახონ გზები კომპრომისისათვის და შექმნან ერთიანი ორგანო, რომელიც ქონების თანასაკუთრებაში დარეგისტრირებას შეძლებს.

თეა თოფურია, თბილისი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC