23:48, Wednesday, 19.06.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ტელეკომპანია "მაესტროს" სარჩელის განხილვა სექტემბრისთვის გადაიდო

14.07.2008
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია "მაესტროს" მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა გადაიდო.

როგორც ტელეკომპანია "მაესტროს" ხელმზღვანელობა აცხადებს, სარჩელის განხილვა მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. მარეგულირებელი კომისიის ინტერესების დამცველი ორი წარმომადგენელი მივლინებით ბათუმში გაემგზავრა, სხვა სასამართლო პროცესიის მასალების გასაცნობად, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს თარიღი წინასწარ იყო შეთანხმებული ორივე მხარესთან.

ტელეკომპანია "მაესტრო" გამოთქვამს პროტესტს და აცხადებს, რომ მარეგულირებელი კომისიის უარი ლიცენზიის მიღებაზე არის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, ხოლო "მისმა დღევანდელმა ქმედებამ სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ტელეკომპანია "მაესტროს" არსებობა", ვინაიდან სექტემბერში დანიშნული სასამართლო პროცესიის მოგების შემთხვევაშიც კი "მაესტროს" გაუჭირდება იმავე წელს სატელევიზიო ფორმატის შეცვლა და წლის ბოლოს სარეკლამო კომპანიებთან ხელშეკრულებების გაფორმება.

ტელეკომპანია "მაესტროში" აცხადებენ, რომ არც ერთი წამით არ შეწყვეტენ კანონიერ ბრძოლას საქართველოში სიტყვის თავისუფლების დასაცავად და მოუწოდებს ქართულ მედია-საშუალებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოში აკრედიტებულ  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, გამოხატონ საკუთარი პოზიცია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ქმედების მიმართ, რომელიც "საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ხელში თავისუფალი სიტყვის შეზღუდვვის მძლავრ იარაღად გადაიქცა".

წყარო: მედიანიუსი.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
უნდა განადგურდეს თუ არა უკანონოდ მოპოვებული ოპერატიული მასალების არქივი?
უნდა განადგურდეს დაუყოვნებლივ ჯერ კომისიამ შეისწავლოს და მერე განადგურდეს არ უნდა განადგურდეს მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC