პატიმარს საკანში მოთავსების ეშინოდა
17.07.2008
21 წლის პატიმარი ბ. ბ. ბათუმის #3 საპყრობილეში საკანში განთავსებაზე უარს აცხადებს. საკანში მყოფ პატიმრებთან შესვლის მიზეზი შიშია - პატიმრები საქმეს გამირჩევენ, რადგანაც გამოძიებასთან ვითანამშრომლე და თანამზრახველები დავასახელეო. განსასჯელი კარცერში ჩასმას ითხოვდა, სხვა შემთხვევაში შიმშილობის ან თვით დაზიანების მიღებას აპირებდა.
სახალხო დამცველის წარმომადგენლის გიორგი ჩარკვიანის განცხადებით, პატიმრის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია: „დავამშვიდე და ავუხსენი, მარტო თავისი ჩვენებით არ არიან დაკავებული თანამზრახველები. საბოლოოდ, ციხის ადმინისტრაციამ პატიმარი ბ. ბ. პატარა საკანში, უცხოელებთან ჩასვეს“.
პატიმარ ბ. ბ. ბრალი ძარცვაში ედება. ის ერთხელ უკვე არის ნასამართლევი.
პატიმარ ბ. ბ. ბრალი ძარცვაში ედება. ის ერთხელ უკვე არის ნასამართლევი.
მაკა მალაყმაძე, ბათუმი.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
გორაშვილი vs ნაჭყებია
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას