ახალქალაქში პოლიციელი მოკლეს
21.07.2008
17 ივლისს, ახალქალაქში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, ამავე მუნიციპალიტეტის მილიციის რაიონული სამმართველოს კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, 23 წლის არტურ ბერუჯანიანი დაიღუპა.
მოვლენები თავდაპირველად ასე განვითარდა: ამავე დღეს ღამის ოთხ საათზე ქალაქში აფეთქების ხმა გაისმა. აფეთქება თამარ მეფის ქუჩაზე, ახალქალაქის მილიციის რაიონული სამმართველოს უფროსის სამველ პეტროსიანის საცხოვრებელ სახლში მოხდა.
აფეთქების დროს არავინ დაზარალებულა, ჩაიმსხვა პეტროსიანისა და მის მეზობლების სახლის მინები.
მოვლენები თავდაპირველად ასე განვითარდა: ამავე დღეს ღამის ოთხ საათზე ქალაქში აფეთქების ხმა გაისმა. აფეთქება თამარ მეფის ქუჩაზე, ახალქალაქის მილიციის რაიონული სამმართველოს უფროსის სამველ პეტროსიანის საცხოვრებელ სახლში მოხდა.
აფეთქების დროს არავინ დაზარალებულა, ჩაიმსხვა პეტროსიანისა და მის მეზობლების სახლის მინები.
„წუხელ გვიან ღამით პოლიციის უფროსის სახლს ხელყუმბარა ესროლეს”, - ამბობენ პირად საუბარში ახალქალაქელები.
ამავდროულად გავრცელდა ინფორმაცია რომ, პოლიციის უფროსის სახლზე აფეთქება ახალქალაქში მცხოვრებმა 26 წლის გურგენ შირინიანმა განახორციელა. ეჭვმიტანილის სახლის ჩხრეკის დროს, პოლიციის თანამშრომლებს გურგენ შირინიანმა „აკაეს“-ის სისტემის ავტომატიდან სროლა აუტეხა. ცეცხლის გახსნას ერთ - ერთი უბნის ინსპექტორი 23 წლის არტურ ბერუჯანიანის სიცოცხლე შეეწირა.
„დილით მეგობარმა მითხრა რომ წუხელის სროლა იყო, თუმცა რა მოხდა არავინ იცის. ამბობენ რომ პოლიციელი დაიღუპა“,- ამბობს ახალქალაქის მკვიდრი ნოდარ კაფელიანი.
სამართალდამცავის სიკვდილის შემდეგ გურგენ შირინიანის სახლს პოლიციამ ალყა შემოარტყა, მაგრამ ეჭვმიტანილი იქ აღარ აღმოჩნდა.
ოფიციალური მხარე და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კომენტარს არ აკეთებენ. ორივე, მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. აფეთქებაში და პოლიციის მკვლელობაში ეჭვმიტანილი გურგენ შირინიანი ამჟამად ძებნაშია.
გულო კოხოძე, ახალქალაქი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

