კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"მწვანეებმა" აფხაზეთში რუსეთის ქმედებები საერთაშორისო ორგანიზაციებში გააპროტესტეს

23 ივლისი, 2008

საქართველოს მწვანეთა პარტიამ სოჭში 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩატარებასთან დაკავშირებით გუშინ ევროპის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტიდან ოფიციალური წერილი მიიღო.

როგორც დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენცაიზე მწვანეთა პარტიის ლიდერმა გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა, ევროპის პარლამენტის  ოფიციალურ წერილში ნათქვამია, რომ ისინი აფხაზეთში რუსეთის მოქმედებებით  ძალიან არიან დაინტერესებული და ამასთან დაკავშირებით 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის თემას აუცილებლად შეისწავლიან.

გიორგი გაჩეჩილაძის თქმით, ზამთრის ოლიმპიადის ჩასატარებლად რუსეთს 110-150 მილიონი კუბური მეტრი სამშენებლო ინერტული მასალა ესაჭიროება, რომლის გარკვეული რაოდენობის მოპოვებასაც ის კოდორის კონცხიდან აპირებს, რაც სანაპირო ზოლში ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევასა და ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს.

მწვანეთა პარტიამ ამ საკითხთან დაკავშირებით დახმარებისთვის საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, ევროპის მწვანეთა პარტიას, ევროპის პარლამენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას მიმართა.

რუსეთის მოქმედებებზე პირველი რეაქცია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიდან იყო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის ხელმძღვანელი ჯანკლოდ კილი, რუსეთის ფედერაციის ყოფილ პრესიდენტს, ამჟამინდელ პრემიერს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

მწვანეთა პარტია კიდევ ერთხელ მიმართავს რუსეთს, რომ მათ აფხაზეთის მიმართ ეკოლოგიის დამანგრეველი ქმედებები შეაჩერონ, წინააღმდეგ შემთხვევაში "მწვანეები" 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის ჩაშლას შეეცდებიან.

წყარო: მედიანიუსი

 

ახალი ამბები