კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მუქარა „გაზეთ ბათუმელების“ წინააღმდეგ

24 ივლისი, 2008

„გაზეთი ბათუმელები“ მათზე მუქარის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას. გაზეთის ელექტრონულ მისამართზე მივიდა წერილი, რომლის ანონიმური ავტორი ლანძღვა-გინებასთან ერთად აცხადებს, რომ გაზეთის ერთ-ერთ ჟურნალისტს მალე „მკვდარს ნახავთ „პირში გაზეთგაჩრილსო“.

როგორც გაზეთის მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე აცხადებს, მანამდე იყო სხვა შემთხვევებიც: „ამ ფაქტამდე წინა ორ კვირაში კიდევ ორ ინციდენტი მოხდა. ერთხელ ჩემს ავტომანქანას ღამის საათებში უცნობი პირები გამოჰყვნენ, ასევე მანქანით. ანალოგიური შემთხვევა გაზეთის ერთ-ერთ ჟურნალისტს მემედ აბაშიძის გამზირზე შეემთხვა. გზაში მიმავალ ჟურნალისტს მანქანა აედევნა. აღსანიშნავია, რომ მემედ აბაშიძის გამზირზე მოძრაობა ცალმხრივია, მანქანა კი მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდა“.

ერთ-ერთი ავტომანქანის სახელმწიფო ნომრები ცნობილია, რომელიც რედაქციამ უკვე მიაწოდა აჭარის პროკურატურას.
„გაზეთ ბათუმელები“ მიმართავს შესაბამის სტრუქტურებს, რომ შეისწავლონ ფაქტები და მიიღონ ზომები ჟურნალისტების უსაფრთხოებისთვის.

საქმეში ჩაერთო სახალხო დამცველის აპარატიც. „ჩვენთვის მიუღებელია მედიაზე ასეთი კონტროლი. შესაბამის ორგანოებისგან ვითხოვთ გამოიძიონ და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ ფაქტზე“, აღნიშნა სახალხო დამცველის რწმუნებულმა აჭარაში ლადო მგალობლიშვილმა.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ახალი ამბები