კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცხინვალს სასმელი წყალი არ მიეწოდება

28 ივლისი, 2008

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ქართული სოფლების მოსახლეობის "თვითნებობის" გამო,  ცხინვალი კვლავ სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი, _ განაცხადა კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსი სამშვიდობოების მეთაურის  თანაშემწე ვლადიმირ ივანოვი.

ცხინვალისათვის სასმელი წყლის შეწყვეტაში  იგი ქართულ მოსახლეობას ადანაშაულებს, რომელიც, მისი თქმით, წყალმომარაგების სისტემაში თვითნებურ გაჭრებს აწარმოებს და წყალი საკუთარი ნათესების მოსარწყავად მიაქვთ.

რუსი სამშვიდობოების ჯგუფმა, ეუთო-ს წარმომადგენლებთან და ქართველი და ოს სპეციალისტებთან ერთად, ორი დღის წინათ 3-4 საათის განმავლობაში ედისი-ცხინვალის წყლის სისტემაზე მონიტორინგი განახორციელეს, რის შედეგადაც, ივანოვის განცხადებით, სოფლებს ზემო აჩაბეთსა და სვერს შორის სასმელი წყლის სისტემაში 16 უკანონო ჩაჭრა აღმოაჩინეს.

მისივე თქმით, მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, სარემონტო ბრიგადები წყლის სისტემაში აღმოჩენილ დაზიანებებს  უახლოეს დღეებში შეაკეთებენ და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რესპუბლიკის დედაქალაქს სასმელი წყლის მოწოდება აღუდგება.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები