გაერთიანებული ოპოზიციის წევრი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ ტელეკომპანია „იმედისთვის“ ბრძოლას ეროვნული საბჭო კვლავაც გააგრძელებს, ხოლო ჯოზეფ ქეი მალე საერთაშორისო დამნაშავედ გამოცხადდება.
როგორც „მედიანიუსს“ გოგა ხაინდრავამ განუცხადა, გაერთიანებული ოპოზიციისათვის „იმედი“ მნიშვნელოვანი პროექტია და მისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად კარგად გააზრებული სტრატეგიის შემუშავება არის საჭირო.
„დასავლეთი უნდა დარწმუნდეს, რომ ქართული საზოგადოებას თავისუფალი მედიასივრცე სჭირდება“, _ ამბობს ხაინდრავა.
ცნობისთვის: ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის ბადრი პატარკაციშვილის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, ტელეკომპანიის მფლობელი ბიზნესმენი ჯოზეფ ქეია.
წყარო: მედიანიუსი.