კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დაკავებები გრძელდება

1 აგვისტო, 2008

პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილის მოსაძებნად კი ჯილდოა გამოცხადებული.
                                     

ახალქალაქის რაიონული სამმართველოს კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, 23 წლის არტურ ბერუჯანიანი 17 ივლისს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა. ორი დღის შემდეგ ახალქალაქში გავრცელდა ინფორმაცია რომ მოკლულია მეორე პოლიციელი არმენ გაბრიელიანიც.

მისი გარდაცვალების შესახებ პოლიცია ოფიციალურ ინფორმაციას არ ავრცელებს.
არაოფიცილურად კი არმენ გაბრიელიანის სიკვდილიც ახალქალაქის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსის სამველ პეტროსიანის საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შემდგომ მოვლენებს, კერძოდ კი ეჭვმიტანილ გურგენ შირნიანის დაჭერის სპეცოპერაციას უკავშირდება.

ახალქალაქის პოლიციის რაიონული სამმართველო, გურგენ შირინიანის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მიმწოდებელს ჰონორარს -  10 000 ლარს ჰპირდება. შირინაინის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის, მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვის მუხლებით.

ამ დროისათვის დაპატიმრებულია შირინიანის მამა და დეიდა.

ახალქალაქის პოლიციის რაიონული სამმართველო მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით დაკითხვებს კვლავ აგრძელებს.

ასევე დაკავებულია "ჯავახკის" ახალგაზრდული სპორტული კავშირის თავმჯდომარე, ვააგნ ჩახალიანი ძმასთან და მამასთან ერთად. მათ იარაღის უკანონო შენახვა ედებათ ბრალად.

აქვს თუ არა კავშირი გურგენ შირინიაის საქმესთან ,,ჯავახკის" თავმჯდომარის დაკავებას, ხმამაღლა არავინ საუბრობს, მოსახლეობა კი პირად საუბრებში აცხადებს, რომ ეჭვმიტანილი და ვააგან ჩახალიანი მეგობრები იყვნენ. მათ ახალქალაქის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროს სამველ პეტროსიანთან უკმაყოფილება ფულის გამო მოუვიდათ.

გულო კოხოძე, ახალქალაქი

 


ახალი ამბები