გორი. 14.08.08. მედიანიუსი. "საზოგადოებრივი მაუწყებელის" ჟურნალისტი თამარ ურუშაძე გორის შესასვლელთან დაჭრეს.
ჟურნალისტს პირდაპირი ეთერის დროს რუსმა ოკუპანტებმა ესროლეს. ის ხელშია მსუბუქად დაჭრილი. მიუხედავად მიღებული ჭრილობისა, ჟურნალისტი გორის მისადგომებთან რჩება და მუშაობას აგრძელებს.