კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არნახული მოროდიორობა გორის სოფლებში

18 აგვისტო, 2008
გორის რაიონის სოფლების მოსახლეობა სასწრაფო დახმარებას ითხოვს.

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” ინფორმაციით, სოფლები - ტყვიავი, მერეთი, კარალეთი, ტირძნისი რუსის ჯარისკაცებითაა სავსე და ბოლო დღეების მანძილზე იქ საშინელი მოროდიორობა მიდის. ხალხს სახლებში უვარდებიან, ძარცვავენ, აშინებენ, ისვრიან და წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში მოკვლით ემუქრებიან.

სროლის ხმა უკვე ისმის გორიდან საკმაოდ მოშორებულ სოფლებშიც. იქ დარჩენილი ხალხი ელის, როდის გამოჩნდებიან რუსები მათ სოფელშიც. ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებას და დაუყოვნებივ რეაგირებას სთხოვენ, რათა აიძულონ რუსეთის ჯარები შეწყვიტონ გორის ქართული სოფლების დარბევა.

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” მიმართავს მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, აიმაღლონ ხმა ამ ძალადობის წინააღმდეგ და გადადგან კონკრეტული ნაბიჯები ქართველი მოსახლეობის დასაცავად.


ახალი ამბები