კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანის პოლიციაში არასრულწლოვანები სცემეს

29 აგვისტო, 2008

როგორც ,,ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის“ გახდა ცნობილი, 27 აგვიტოს საღამოს შს გურჯაანის სამმართველოში ოთხი არასრულწოვანი სცემეს. 

ერთ-ერთი არასრულწლოვანის მშობლის განცხადებით, პოლიციის თანამშრომლებმა ბავშვები ავტოსაგზაო შემთხევევის დროს დააკავეს, როდესაც მათი მანქანა ბორდიურს შეეჯახა.

,,ჩემი შვილი და მისი მეგობრები პოლიციის სამმართველოში დასაკითხად გადაიყვანეს. იქ  მათ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიციის უფროსის მოადგილე გოჩა სიბაშვილი დახვდათ. სიბაშვილმა იმ მიზეზით, რომ ეთქვათ, ვინ მართავდა ავტომანქანას, არასრულწლოვანებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ერთ-ერთს ბავშვს თავი კედელზე არტყმევინა, რის გამოც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიღებული ტვინის შერყევა მას კიდევ უფრო გაურთულდა“ , - აღნიშნავს არასრულწლოვანის მშობელი.

მომხდართან დაკავშირებით დაზარალებულებს პროკურატურისთვის არ მიუმართავთ. როგორც ,,ადამიანის უფლებათა ცენტრს“ აცნობეს, ჩივილის შემთხვევაში პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელობა ბავშვებს დაკავებით დაემუქრა.

შს გურჯაანის სამმართველოს უფროსი, სოსო მარტაშვილი არასრულწლოვანების ცემის ფაქტს უარყოფს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები