კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

“ჰუმან რაით ვოთჩმა” ცხინვალის რეგიონის ქართულ სოფლებში ეთნოწმენდა დაადასტურა

29 აგვისტო, 2008
თბილისი. 29.08.08. მედიანიუსი.  საერთაშორისო ორგანიზაცია “ჰუმან რაით ვოთჩმა” დაადასტურა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ცხინვალის რეგიონის ქართულ სოფლებში ეთნოწმენდა მოხდა.

ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ხელოვნური თანამგზავრიდან გადაღებული სურათები, რომლებზეც ნათლად ჩანს ქართულ სოფლებში მთლიანად ან ნაწილობრივ დანგრეული სახლები.
“ჰუმან რაით ვოჩის” აღმასრულებელი დირექტორის რეიჩელ დენბერის ინფორმაციით,  ორგანიზაციის სპეციალისტები პირადად შეესწრნენ ოსი ე.წ. მილიციელების მიერ ქართველთა სახლების ძარცვისა და გადაწვის ფაქტებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, თამარაშენში, ზემო და ქვემო აჩაბეთში, კეხვში და ქურთაში სახლები სპეციალურად გადაწვეს. სახლებს სახურავი არ აქვთ და კედლები სერიოზულად დაზიანებული თამარაშენის მთავარ ქუჩაზე განლაგებულ სახლებს აქვთ, რაც, სავარაუდოდ, ტანკების მიერ საცხოვრებელი სახლების დაცხრილვამ გამოიწვია.

“ჰუმან რაით ვოჩის” განცხადებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში გადამწვარი ქართული სოფლების რაოდენობა გაიზარდა.

ინფორმაციისთვის – ქართულ სოფლებში განხორციელებულ ეთნოწმენდასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ სარჩელი შეიტანა როგორც გაეროში, ისე ჰააგის სამხედრო ტრიბუნალში.


ახალი ამბები