საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი ლევან კ. გარდაიცვალა. ავადმყოფს დასმული ჰქონდა დიაგნოზი: ფილტვების ინფილტრაციული ტუბერკულოზი, ფილტვ-გულის უკმარისობა, კახექსია, ანემია. ექიმების პირველადი დასკვნით, პატიმრის გარდაცვალების მიზეზი ტუბერკულოზური ინტოქსიკაციის ფონზე განვითარებული სუნთქვისა და გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა გახდა.
ლევან კ. ქურდობის ბრალდებით იყო დაკავებული. მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი
პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში გარდაიცვალა აგრეთვე პატიმარი გიორგი ა.. ავადმყოფს დასმული ჰქონდა დიაგნოზი: ტუბერკულოზური მენინგოენცეფალიტი, ტვინის შეშუპება, კომა, ქრონიკული ჰეპატიტი, პროცესის დაბალი აქტივობით. ექიმების პირველადი დასკვნით, პატიმრის გარდაცვალების მიზეზი მენინგოენცეფალიტის ფონზე განვითარებული სუნთქვისა და გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა გახდა.
გიორგი ა. ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით იყო დაკავებული. მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი
წყარო:მედიანიუსი