კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალგორიდან დევნილებს წყნეთში მდებარე #137-ე სკოლა დაატოვებინეს

5 სექტემბერი, 2008

დევნილები ამ წუთებში პარლამენტის შენობასთან არიან შეკრებილი და მათი წარმომადგენლები პარლამენტის წევრებთან შეხვედრას მართავენ.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში დევნილები აცხადებენ, აღნიშნულ სკოლაში 69 დევნილი ცხოვრობდა. მათი ინფორმაციით, დღეს სკოლის დირექტორმა პოლიციის ძალით დაატოვებინა სკოლის შენობა იმ მიზეზით, რომ სწავლა უნდა დაიწყოს და დევნილებს ამ სკოლაში ვეღარ გააჩერებდა.
დევნილები ამბობენ, რომ შენობაში იმყოფებოდნენ როგორც მცირეწლოვანი ბავშვები, მათ შორის ერთი ახალშობილი და ორსული ქალი, რომლებსაც თუნდაც ამაღამ წასასვლელი არსად აქვთ.
დევნილები იმასაც აღნიშნავენ, რომ მათ პრობლემები ჰქონდათ კვებასთან დაკავშირებითაც და შენობაში, სადაც 69-მდე დევნილი ცხოვრობდა, მხოლოდ 5 ლეიბი მიიტანეს.

წყარო:ინტერპრესნიუსი

 

ახალი ამბები