კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ციხის საავადმყოფოში ორი პატიმარი გარდაიცვალა

11 სექტემბერი, 2008

მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა.

პატიმარ ლოვა ბ.-ს დასმული ჰქონდა დიაგნოზი: მარცხენა ფილტვის ინფილტრაციული ტუბერკულოზი, რღვევის ფაზაში, მარჯვენამხრივი პულმონექტომიის შემდგომი მდგომარეობა, მწვავე ნაწლავური ინფექცია, ქრონიკული С ჰეპატიტი, პროცესის ზომიერი აქტივობით. ექიმების პირველადი დასკვნით პატიმრის გარდაცვალების მიზეზი ტუბერკულოზური ინტოქსიკაციის ფონზე განვითარებული სუნთქვისა და გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა გახდა.
ლოვა ბ. 2001 წლის 17 ივლისს მკვლელობის მცდელობისთვის (საქ. სსკ-ის 19-108 მუხ.) იყო დაკავებული. მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

პატიმარ ვახტანგი ლ.-ს კი დასმული ჰქონდა დიაგნოზი: არაჰოჯკინის ლიმფომა IVსტ. IV კლ. ჯგ. ექიმების პირველადი დასკვნით პატიმრის გარდაცვალების მიზეზი სიმსივნური ინტოქსიკაციის ფონზე განვითარებული გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა გახდა. ვახტანგი ლ. 2005 წლის 29 აპრილს ყაჩაღობისა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის (საქ. სსკ-ის 179მუხ. I ნაწ., 353მუხ. I ნაწ. ) ბრალდებით იყო დაკავებული მას 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რასაც წინა განაჩენით სასჯელის მოუხდელი ნაწილი დაემატა და საბოლოოდ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

წყარო: მედიანუსი.

ახალი ამბები