კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამართალდამცავები ხონის კოლონიიდან გაქცეულ პატიმარებს კვლავ ეძებენ

11 სექტემბერი, 2008

ხონის მე-9 კოლონიიდან გაქცეული 52 პატიმარი კვლავ იძებნება.

დღეისათვის 100-ზე მეტი გაქცეული პატიმარი ისევ  ხონის კოლონიაში იმყოფება. მათ შორის 52 ნებაყოფლობით დაბრუნდა, 48 კი სამართალდამცავებმა დააკავეს.

როგორც „მედიანიუსს“ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სალომე მახარაძემ განუცხადა, სამართალდამცავების მიერ დაკავებულ 48 პირზე მკაცრი სასჯელი გავრცელდება და ამის შესახებ სასამართლო იმსჯელებს.

10 აგვისტოს ხონის მე-9 კოლონიიდან 152-მა პატიმარმა თვითნებურად დატოვეს კოლონია და მიიმალნენ.
 
წყარო:მედიანიუსი.

ახალი ამბები