კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დედოფლისწყაროს საჯარო სკოლიდან 8 პედაგოგი გაათავისუფლეს

16 სექტემბერი, 2008

დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლის დირექტორმა მაია ლაპიაშვილმა 8 პედაგოგი სამსახურიდან გაათავისუფლა. ამასთან ერთად, მასწავლებელთა უმრავლესობამ სამეურვეო საბჭოს უნდობლობა გამოუცხადა. დირექტორი სკოლაში სასწავლო პროცესის ჩაშლაში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელს ლევან ნატროშვილს და კახეთის გუბერნატორის მოადგილეს გიორგი ბოტკოველს ადანაშაულებს. მისი თქმით, გუბერნატორის მოადგილე გამგებლის დედას მფარველობს, რომელსაც ამავე სკოლის დირექტორობა დიდი ხანია სურს.

დირექტორის განცხადებით, პედაგოგების გათავისუფლების მიზეზი სკოლის მწირი დაფინანსება გახდა, რასაც გათავისუფლებული მასწავლებლები უარყოფენ. მათი თქმით, დაპირისპირება დირექტორის მიერ საათების არაობიექტურად განაწილებამ გამოიწვია, რის გამოც მათ სამეურვეო საბჭოს მიმართეს. საბჭოს წევრთა უმეტესობამ სკოლის დირექტორს მაია ლაპიაშვილს უნდობლობა გამოუცხადა და მისთვის სკოლის დირექტორის თანამდებობაზე სამუშაოდ დადებული შრომითი ხელშეკრულების გაუქმება გადაწყვიტა, რასაც სკოლის პედაგოგიური კოლექტივის მხრიდან სამეურვეო საბჭოსთვის უნდობლობის გამოცხადება მოჰყვა.

ამჟამად დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაშლილია. დირექციის განცხადებით, სასწავლო პროცესის შეწყვეტა მათ კახეთის გუბერნატორის მოადგილემ მოსთხოვათ. გათავისუფლებულმა პედაგოგებმა დახმარებისათვის განათლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციას და პედაგოგთა თავისუფალ პროფკავშირებს მიმართეს.

კახეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგი ბოტკოველი ადასტურებს, რომ სკოლის ხელმძღვანელობას სასწავლო პროცესის გადადება მან სთხოვა.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები