კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი რკინის ჯიხურში ცხოვრობს

17 სექტემბერი, 2008

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, 79 წლის მიშა ხიმშიაშვილი დახმარებას ითხოვს. შრომისუუნარო ინვალიდი, რომელიც 1941 - 1945 წლებში დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის მედლით არის დაჯილდოვებული, 3 კვადრატული მეტრის ფართში, რკინის ჯიხურში ცხოვრობს.

მოხუცმა დახმარებისათვის სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიმართა, თუმცა სოციალურმა აგენტებმა რკინის ჯიხური მუდმივ საცხოვრებელ ადგილად არ ჩათვალეს და მოხუცისთვის ოჯახის დეკლარაციის შევსებაზე უარი განაცხადეს.

მიშა ხიმშიაშვილს, რომელსაც მარჯვენა ხელი არ გააჩნია, წასასვლელი არსად აქვს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე მყოფ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში თავშესაფრის გამოყოფის თხოვნით, მოხუცმა ადგილობრივ ხელისუფლებას ერთი კვირის წინ მიმართა, თუმცა ამ დრომდე გამგეობაში ამ საკითხით არავინ დაინტერესდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები