კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საჩივარი სუბსიდიების სააგენტოს ქედის განყოფილების წინააღმდეგ

18 სექტემბერი, 2008

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აჭარის ბიუროს ქედის რაიონის სოფელ ვარჯანისის მკვიდრმა შუშანა ბერიძემ მოგვმართა. ბერიძემ დახმარება გვთხოვა იმის გარკვევაში, თუ როგორ მოხდა სოციალური დახმარების გარეშე თავისი ოჯახი, მაშინ როცა სოფელში მასზე შეძლებული ოჯახები დახმარებას ღებულობენ: „„ისინი ჩემი მეზობლები არიან და კონკრეტულად ვერ დაგისახელებთ, მაგრამ შეგიძლიათ შეამოწმოთ ჩემზე კარგად თუ არ ცხოვრობენ“.

სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ქედის რაიონის განყოფილების უფროსს, ამასთან დაკავშირებით ცენტრმა 23 ივლისს ოფიციალურად მიმართა. მიმართვაში ვითხოვდით ინფორმაციას, აღწერისას ბერიძის ოჯახში ქონების თითოეულ ნაწილზე ქულები როგორ გადანაწილდა, პასუხი დღემდე არ მიგვიღია. ამიტომაც, ადამიანის უფლებათა ცენტრმა საჩივრით მიმართა სუბსიდიების სააგენტოს ზემდგომ ორგანოს _ აჭარის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

„სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ქედის რაიონის განყოფილებამ დაარღვია საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადები. ეს დაწესებულება ვალდებული იყო ინფორმაცია გაეცა არაუგვიანეს 10 დღის ვადაში“, _ აცხადებს ცენტრის იურისტი
ლალი იშხნელიძე.

სოფელ ვარჯანის მკვიდრი იმასაც ამბობს, რომ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს რამდენჯერმე მიმართა ხელმეორედ აღსაწერად, თუმცა სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ტაკიძემ უხეშად გაისტუმრა.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

 

ახალი ამბები