ძლიერი წვიმის შედეგად, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ლოსაურაში მეწყერის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა. მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ჩავლეიშვილების ოჯახის ოთხი წევრი დაიღუპა. გადარჩა მხოლოდ ოჯახის უფროსი, ბაბუა, ხოლო ერთი ქალიშვილი მძიმე ტრამვებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. ოჯახის სხვა წევრები, მიწის მასის ქვეშ მოჰყვა.
რთული მდგომარეობაა ხელვაჩაურის რაიონის სხვა სოფლებშიც ყოროლისთავი, მახვილაურსა და სამებაში, თუმცა იქ მსხვერპლი არ არის. ამ სოფლებში, მეწყერს გზები აქვს გადაკეტილი.
რაც შეეხება ბათუმს, ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია ბათუმის ქუჩები, ტრანსპორტს გადაადგილება უჭირს.
მაკა მალაყმაძე, ბათუმი