კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროტესტის ნიშნად პედაგოგმა რუსული ენის სწავლებაზე უარი თქვა

19 სექტემბერი, 2008

ქ. გურჯაანის #2 საჯარო სკოლის მასწავლებელმა ზინა ლუაშვილმა პროტესტის ნიშნად მოსწავლეებისთვის რუსული ენის სწავლებაზე უარი თქვა. შესაბამისი განცხადებით მან სკოლის დირექციას გუშინ მიმართა.

"მე რუსულ ენას სიყვარულით ვასწავლიდი, მაგრამ ის, რაც აგვისტოში მშობლიურ მიწაზე ვნახე, სიყვარული სიძულვილმა შეცვალა. არ შემიძლია ქართველ ბავშვებს მტრის ენა ვასწავლო", - აღნიშნულია განცხადებაში.

ზინა ლუაშვილი გურჯაანის სკოლაში რუსულ ენას 30 წელზე მეტია ასწავლის. მას წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისათვის არაერთი ჯილდო და მადლობა აქვს მიღებული. ზინა ლუაშვილი ქ. გურჯაანში, ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მარტო, სოციალურად გაჭირვებულ მდგომარეობაში ცხოვრობს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, პედაგოგს ბანკიდან სესხიც აქვს გამოტანილი. მიუხედავად იმისა, რომ რუსული ენის სწავლებაზე უარის თქმით, პედაგოგი შემოსავლის გარეშე დარჩა, ზინა ლუაშვილის განცხადებით, ამ ფაქტორს გადაწყვეტილების მიღებისას ხელი არ შეუშლია.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები