დღეს აფეთქების შედეგად ხურჩაში კიდევ პოლიციის ორი თანამშრომელი დაიჭრა
22.09.2008
ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში დღეს, დილით პოლიციის ორი თანამშრომელი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიჭრა.
როგორც „მედიანიუსს“ ზუგდიდის რაიონის სოფელი კოკის გამგებელმა ემზარ გულორდავამ განუცხადა, პოლიციელები ხურჩის ხიდზე ერთმანეთს ანაცვლებდნენ, როდესაც აფეთქება მოხდა. გამგებლის თქმით, მოსახლეობის მხრიდან შემჩნეულია 3 პირი, რომელთა შორის 1 რუსია, ორი კი აფხაზი. აღნიშნული პირები ხურჩის ტერიტორიაზე საეჭვოდ გადაადგილდებიან.
დაჭრილი პოლიციელები ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ცნობისათვის: პოლიციელებზე თავდასხმა გუშინ საღამოსაც განხორციელდა რუსული ბლოკ-საგუშაგოდან სნაიპერული სროლის შედეგად, ისინიც ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. კოკის გამგებლის თქმით, მოწინააღმდეგის მხრიდან ორმხრივი სროლების შედეგად დაზარალებულებზე ინფორმაცია არ არის გავრცელებული. ამ დროისათვის ხურჩაში სიმშვიდეა.
წყარო: მედიანიუსი.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას