კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველო: ევროკავშირის მისიამ უნდა დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა

24 სექტემბერი, 2008

უსაფრთხოების ვაკუუმი, ხშირი თავდასხმები და მუდმივი შიში

თბილისი, 2008 წლის 16 სექტემბერი - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომლის მიზანია ჩავიდეს სამხრეთ ოსეთში, უნდა მიეცეს შესაბამისი მანდატიც და საშუალება, რომ დაიცვას  ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობა; განაცხადა ჰუმან რაითს ვოჩმა დღეს. ჰუმან რაითს ვოჩის ექსპერტებმა ბოლო დღეებში მოახერხეს სერიოზული და უამრავი მასალის მოგროვება, რაც ადასტურებს ოსების მიერ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის წინაამღმდეგ თავდასხმას; ეს ყველაფერი რუსების მეთვალყურეობის ქვეშ ხდებოდა.

„ეს ეგრეთ წოდებული „ნეიტრალური ზონა“ ყველაფერია გარდა ნეიტრალურისა - ის არავის ეკუთვნის და იქ მცხოვრები ადამიანები განსაკუთრებულ დახმარებას საჭიროებენ,“ განაცხადა საქართველოში ჰუმან რაითს ვოჩის წარმომადგენელმა გიორგი გოგიამ. „მონიტორინგი შესანიშნავი იქნება მაგრამ რაც აუცილებლად გვჭირდება ეს ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიცია მისიაა რომელსაც უფლება აქვს დაიცვას ხალხი მილიციისა და სხვათა თავდასხმებისაგან; საშუალება მიეცეს დევნილებს უშიშრად დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს.’

რუსული სამხედრო ნაწილები ქართვულ პოლიციას არ უშვებენ გორის რაიონის სოფლებში, რომელიც სამხრეთ ოსეთს ესაზღვრება. არც თავად რუსული ჯარები აკონტროლებენ ამ სოფლებს.

2008 წლის 8 სექტემბერს საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, ევროკავშირმა საქართველოში გამოგზავნა 200 სამოქალაქო ექსპერტი და პოლიციის დამკვირვებლები ევროპის უშიშროებისა და თავდაცვის პოლიციიდან. უიარაღო დამკვირვებლებს ექნებათ მონიტორინგის მანდატი, მაგრამ ისინი ვერ დაიცავენ გორის რაიონის მოსახლეობას.

სამი კვირა გავიდა რუსული ჯარების გორის რაიონის უმეტესი ტერიტორიებიდან გასვლის შემდეგ. მიუხედავად ამისა, ათი ათასობით ქართველი რჩება უსახლკაროდ, რადგან მათ არ შეუძლიათ სახლში ჩასვლა უსაფრთხოების არ არსებობის გამო. მათი სახლები დანგრეულია დაბომბვის ან დაწვის შედეგად. (http://hrw.org/english/docs/2008/08/27/georgi19704.htm ) უსაფრთხოების თვალსაზრისით სიტუაცია არასტაბილური რჩება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად. გორის რაიონიდან დევნილმა პირებმა, რომლებსაც გაესაუბრნენ ჰუმან რაითს ვოჩის წარმომადგენლები, ანონიმურად განაცხადეს, რომ მათ არ შეუძლიათ სახლებში დაბრუნება, რადგან ეშინიათ სახლში დაბრუნებისას ოსეთის მილიციის თანამშრომლები თავს დაესხმიან, რადგან რეგიონში ქართველი სამართალდამცველები ვერ პატრულირებენ.

„ევროკავშირი აცხადებს რომ დევნილები აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ; მაგრამ ის ვერ აცნობიერებს იქ არსებულ უკანონო სიტუაციას და მუდმივ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს,“ განაცხადა გოგიამ. „გამოქცეულ ადამიანებს ეშინიათ დაბრუნების და ვინც ბედავს დაბრუნებას, სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიციის მისია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ასრულებენ დაცვისა და სამართალდამცველის ფუნქციებს; არ არსებობს არანაირი მიზეზი რატომ არ შეიძლება აღნიშნულმა ორგანიზაციამ მისია მოავლინოს ჩვენს ქვეყანაშიც“.

ჰუმან რაითს ვოჩის წარმომადგენლებმა დაადგინეს, რომ გორის რაიონის სოფლებში დარჩენილი ადამიანები მოხუცები არიან, რომლებსაც იმედი აქვთ საკუთარ სახლებს დაიცავენ, ან უბრალოდ ვერ შეძლეს გაქცევა. გორის თავშესაფრებში მცხოვრები ახალგაზრდა დევნილები რისკავენ მშობლიურ სოფლებში შესვლას მხოლოდ დღისით. ისინი უვლიან სახლს და მოსავალს; შემდეგ ისევ ბრუნდებიან თავშესაფრებში. ადამიანები რომლებიც ღამეებს სოფლებში ატარებენ, ერთ ადგილას იკრიბებიან რომ ბევრი ერთად უსაფრთხოდ იყოს ან იმალებიან მინდვრებსა თუ ტყეებში საკუთარი სახლების ახლოს.

„მათი შიში არ არის წარმოსახვითი“, განაცხადა გოგიამ, „მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები გრძელდება და ხალხს წასასვლელი არსად აქვს, რომ უსაფრთხოდ იგრძნოს თავი“.

ჰუმან რაითს ვოჩმა მოახდინა უამრავი თავდასხმისა და მუქარის ფაქტების დოკუმენტირება რომლის დროსაც ოსური მილიციის წარმომადგენლები ქართველებზე ახდენენ ზეწოლას ბოლო ათი დღის განმავლობაში. მაგალითად; ქარელის რაიონის სოფელ აბანოსკოდას მკვიდრი 22 წლის დათო იხსენებდა, როგორ მოკლეს მისი 75 წლის ბებია 6 სექტემბერს. მან განუცხადა ჰუმან რაითს ვოჩს რომ 5 სექტემბერს ის სოფელში ავიდა ბებიის სანახავად და მოსავლის არებაში დასახმარებლად. „მე და მამაჩემი ვმუშაობდით ბებიას ბაღში, როცა სახლს მივუახლოვდი ორმა შეიარაღებულმა ოსმა გამაჩერა და მკითხა ვინაობა. ერთ-ერთმა მათგანმა იარაღი დამიმიზნა და მომთხოვა მობილური ტელეფონი მიმეცა მისთვის; მეც დავემორჩილე“.

„მეორე საღამოს, სოფელში შესვლამდე ბებიის სახლში დავბრუნდი და დავინახე რომ მამაჩემი ოთხ შეიარაღებულ და ნიღბიან მამაკაცს ყავდა დაკავებული; მათ კამუფლაჟიანი ფორმები ეცვათ,“, ყვება დათო. „ისინი ცდილობდნენ ჩემი და მამაჩემის წაყვანას. ბებია ეწინააღმდეგებოდა და მამაჩემს ეჭიდებოდა რომ არ წაეყვანათ. ერთ-ერთი თავდამსხმელი ბებიას ეცა და გაათრია. ჩვენ ყველამ დავიწყეთ ბროძოლა. თავდამსხმელმა ორჯერ მესროლა მარჯვენა ფეხში. მამაჩემს უკნიდან ესროლეს და მაშინვე დაეცა. არ ვიცი ბებიას როგორ ესროლეს მაგრამ როცა უკან მოვიხედე ის უკვე მკვდარი იყო.“

დათო და მამამისი გადარჩნენ. დათო ისევ საავადმყოფოშია მუხლის მოტეხილობის გამო. მამამის მუცელში მიყენებულ ჭრილობაზე მკურნალობდნენ.

6 სექტემბერს, 40 წლის ლადო გორის რაიონის სოფელ ქვემო არცევში მიდიოდა მანქანით, როცა ის ორმა შავნიღბიანმა და შეიარაღებულმა მამაკაცმა გააჩერა, რომლებიც იქვე მდგარი მანქანიდან გადმოვიდნენ. ლადომ ჰუმან რაითს ვოჩს უამბო: „ისინი დამტვრეული ქართულით მელაპარაკებოდნენ ოსური აქცენტით. ერთ-ერთმა მათგანმა დოკუმენტები მომთხოვა; მივეცი და შემდეგ მომთხოვა გავყოლოდი, რომ შეემოწმებინათ ჩემი პირადი მონაცემები. მეორემ გინება დამიწყო. შემეშინდა და გავიპარე. უკან გამომედევნენ მანქანით დაახლოებით 2 კილომეტრზე მდიეს და თან მესროდნენ. ჩემი მანქანის მარჯვენა საქარე მინა ჩაიმსხვრა. მე და ჩემმა მეუღლემ იმ დღესვე დავტოვეთ სოფელი. იქ აღარ დავბრუნდები ვიდრე პოლიცია არ დაიცავს ჩვენს უსაფრთხოებას“.

ჰუმან რაითს ვოჩმა აღმოაჩინა ახალი მტკიცებულება სამხრეთ ოსეთში სახლების დაწვის შესახებ. უამრავმა თვითმხილველმა, რომლებიც ბოლოს გამოიქცნენ სამხრეთ ოსეთის საზღვართან მდებარე სოფელ დისევიდან, ჰუმან რაითს ვოჩთან საუბრის დროს აცხადებენ რომ 13 სექტემბრამდე სოფლეში სახლების უმრავლესობა დაწვეს. სოფლის დიდი ნაწილი მაშინ გადაწვეს როცა ოსური მილიციელები შემოვიდნენ 11 აგვისტოს; მაგრამ დარჩენილი სახლები ნელნელა დაწვეს ბოლო დღეების განმავლობაში. ერთი თვითმხილველი რომლიც გორში 15 სექტემბერს ჩამოვიდა ამბობდა რომ მან 15 თუ 16 სახლი დაინახა როგორ დაწვა ოსურმა მილიციამ 12-დან 15 სექტებრამდე. ამ ქალბატონმა ჰუმან რაითს ვოჩს განუცხადა რომ მიუხედავად იმისა რომ ის თავის სახლში დარჩა მთელი კონფლიქტის, მარადიორობისა და ოსების მხრიდან თავდასხმების პერიოდში, უკანასკნელმა სისტემატიურმა სახლების გადაწვამ ის აიძულა სახლი მიეტოვებინა.

დისევისა და სხვა სოფლების მაცხოვრებლები ყვებიან ქურდობის უამრავი ფაქტის შესახებ; მათ ხშირად ესმოდათ სროლები ბოლო ათი დღის განმავლობაშიც; ადგილობრივების განცხადებით, ბოლოდროინდელ თავდასხმებსა და ძარცვაში არამარტო ოსები არამედ მეზობელი სოფლების მოსახლეობაც იღებდა მონაწილეობას, რომლებმაც არსებული განუკითხაობით ისარგებლეს.

„ბოლო კვირების განმავლობაში ევროკავშირმა ყურადღება გაამახვილა სამხრეთ ოსეთის სტატუსზე და მოითხოვა რუსეთის ჯარების გასვლა საქართველის ტერიტორიიდან“ განაცხადა გოგიამ. „მაგრამ ახლა ზუსტი დროა იმისათვის, რომ ევროკავშირმა თანაბარი ყურადღება მიაქციოს კონფლიქტის ზონაში ადამიანების უსაფრთხოებასა და უფლებების დაცვას. ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიციის მისია შეძლებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას და ეს ე.წ. ბუფერულ ზონებში საუკეთესო სტარტი იქნება.“

 ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკებზე;

http://hrw.org/photos/2008/georgia_galleries/ 

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ;

http://hrw.org/doc/?t=europe_pub&c=georgi 

ახალი ამბები