22:07, Thursday, 14.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

რუსეთი/საქართველო: დაკავებულთა მიმართ ზეწოლის ფაქტები გამოიძიეთ

24.09.2008
სამხრეთ ოსეთში მომხდარი მკვლელობებისა და წამების ბრალდებები

(მოსკოვი, 2008 წლის 21 სექტემბერი) - ჰუმან რაითს ვოჩის განცხადებით, რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს საქართველოში საომარი მოქმედებების დროს ქართველი სამხედრო და მშვიდობიანი ტყვეების მიმართ განხორციელებული მკვლელობის, წამებისა და სხვა სასტიკი მოპყობის ფაქტები, რომელსაც ოსი შეიარაღებული პირები ახორციელებდნენ დაკავებულთა წინააღმდეგ. საქართველომ უნდა გამოიძიოს ოსი ტყვეების მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტები რასაც ადგილი ჰქონდა დაკავებისას; ისინი უნდა გადაიყვანონ თბილისში და მათი პირობები გაუმჯობესდეს.

„ქართველი ტყვეების წამება და სასტიკი მოპყრობა აღმაშფოთებელია და გამართლება არ აქვს თუნდაც შეიარაღებული კონფლიქტის პერიოდში“’ განაცხადა რეიჩელ დენბერმა, ჰუმან რაითს ვოჩის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა. „რუსეთი სამხრეთ ოსეთზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა მაშინ როცა მსგავსი დანაშაულებები ხდებოდა; რუსეთის მოვალეობაა დააკავოს დამნაშავეები და დასაჯოს ასეთი საშინელი დანაშაულების ჩადენისათვის.’

ყოფილ ქართველ ტყვეებთან ინტერვიუს დროს ჰუმან რაითს ვოჩმა დოკუმენტერიბა მოახდინა სულ ცოტა ერთი ტყვედ ჩავარდნილი ქართველი ჯარისკაცის გაუმართლებელი მკვლელობაის ფაქტი; ასევე დოკუმენტები შეადგინა ოთხი ქართველი ჯარისკაცის წამების ფაქტებზე რომლებიც ტყვედ ისეთის მილიციამ და ჯარმა ჩაიგდეს.

ჰუმან რაითს ვოჩმა დაადგინა რომ რუსულმა და ოსურმა ჯარებმა სამხრეთ ოსეთსა და გორის რაიონში უკანონოდ დაატყვევეს 160 მშვიდობიანი მოქალაქე; ძირითადად უფროსი ასაკის, მათ შორის 40 ქალბატონი იყო. ოფიციალური ინფორმაციით ერთი მამაკაცი გარდაიცვალა ცხინვალის იზოლატორში. მშვიდობიანი ტყვეების უმეტესობა იმყოფებოდნენ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სარდაფში, ცხინვალში. იქ მათ დაახლოებით ორი კვირა გაატარეს ღირსების შემლახავ პრიობებში. ზოგ ტყვეს ცემდნენ და აიძულებდნენ ცხინვალის ქუჩებში მუშაობას სადაც ტერიტორია მიცვალებულებისაგან და შენობის ნანაგრევებისაგან უნდა გაესუფთავებინათ. ოთხი ქართველი მშვიდობიანი მოქალაქე ტყვედ ყავდათ რუს ჯარისკაცებს ბინძურ ორმოში და სცემდნენ. ტყვე იმყოფებოდა ყოფილ რუსულ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე რომელიც შემდეგ რუსეთის მთავრობამ სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა. ოს შეიარაღებულ პირებს არ ჰქონდათ უფლება დაეტყვევებინათ სამხედრო ან მშვიდობიანი მოქალაქეები.

ქართველმა სამხედროებმა ოსები დააკავეს სამხრეთ ოსეთში აქტიური ბრძოლების დროს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს რომ მათ მხოლოდ მილიციელები დააკავეს რომლებიც მათ წინააღმდეგ იბრძოდნენ ან თუ მათგან სერიოზული საფრხე მოდიოდა. ჰუმან რაითს ვოჩი ესაუბრა ორ დაკავებულს-ერთი მათგანი საგზაო პოლიციელია ხოლო მეორე მამაკაცი ამტკიცებდა რომ ის საომარ მოქმედებებში მონაწილეობას არ იღებდა. ორივე ტყვე აცხადებდა რომ მათ გზაში ცუდად ეპყრობოდნენ სამხრეთ ოსეთიდან თბილისისკენ მიმავალ გზაზე. ისინი პრეტენზიას გამოთქვამდნენ ცუდი კვების გამო.

„საქართველო ვალდებულია გამოიძიოს ოსი ტყვეების მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტები; ტყვებოის დროს მათ სცემდნენ იზოლატორში,’ განაცხადა დენბერმა.“საქართველოს საპატიმროებში არსებული ცუდი პირობები დიდი ხანია სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქვეყნისათვის; ხელისულფლებამ არეფექტური ზომები მიიღო აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად.“

ოსებისა და რუსების მიერ დატყვებული 13 ქართველი ჯარისკაციდან ჰუმან რაითს ვოჩმა მოახერხა ოთხს გასაუბრებოდა. ჰუმან რაითს ვოჩი ასევე შეხვდა და ესაუბრა ოსი და რუსი ჯარისკაცების მიერ დაკავებულ კიდევ 20 მშვიდობიან მოქალაქეს. ასევე ქართველების მიერ ტყვედ აყვანილ ორ ოს და ორ რუსს სამხედრო პირს.

ქართველი სამხედრო პირების მკვლელობისა და წამების ფაქტები

ის ქართველი ჯარისკაცები რომლებსაც ჰუმან რაითს ვოჩი ესაუბრა 2008 წლის 8 აგვისტოს დაატყვევა ოსურმა მილიციამ ცხინვლაში საომარი მოქმედებების დროს. ისინი მოათავსეს არაოფიციალურ საპყრობილეებში მათ შორის სკოლებსა და საცხვორებელ სახლებშიც კი’ აქ ქართველმა ტყვეებმა რამოდენიმე დღე გაატარეს და შემდეგ ისინი ოს ჯარისკაცებს გადასცეს რომლებმაც ქართველები ექვსდღიან ტყვეობაში ყავდათ. რუსულ სამხედროებს ინფორმაცია ჰქონდათ ტყვეების აყვანის შესახებ.

ზემოთ მოხსენიებული ოთხი ქართველი ჯარისკაცი დანარჩენ ცხრა ქართველ ჯარისკაცთან და ორ მოქალაქესთან ერთად ხუთ რუს სამხედრო ტყვეში გაიცვალა 21 აგვისტოს. ვინაიდან ქართველი ჯარისკაცები ტყვედ ყავდათ სამხრეთ ოსეთში, ცხინვალში, იმ ტერიტორიაზე რომელსაც რუსეთი სრულად აკონტროლებდა 9 აგვისტოს შემდეფ, მათ ისე უნდა მოპყრობოდნენ როგორც რუსეთის მოვალეობებში შედის. შესაბამისად, რუსეთის ხელისუფლებას მათთვის უნდა მიენიჭებინა სამხედრო ტყვის სტატუსი და მათ უნდა მოპყრობოდნენ ჟენევის მესამე კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად. კონვენცია ითვალისწინებს ომის ტყვეების სრულ უსაფრთხოებას და მათ მიმართ ადამიანურ მოპყრობას. ასევე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის უზრუნველყოფას.

ქართველი  ჯარისკაცების თქმით ოსი მილიციელები და სამხედრო პირები მთელი ტყვეობის მანძილზე მათ აწამებდნენ და სასტიკად ეპყრობოდნენ. ოსური მილიცია და სხვა განაყოფები ხშირად სცემდნენ ჯარისკაცებს არამარტო წიხლებით და მუშტებით არამედ ჩაქუჩებით, კონდახებით და რკინის ხელკეტებით. ისინი სანთებელებით უწვავდნენ კანს, აშიმშილებენ და სიკვდილით ემუქრებოდნენ. ადამიანები იმყოფებოდნენ აუტანელ პირობებში; პირველი დღეების შემდეგ კი საერთოდ არ აძლევდნენ წყალს და საჭმელს. წამებამ და სასტიკმა მოპყრობამ სერიოზული ტრავმა მიაყენა ტყვეებს. მათ დამტვრეული აქვთ ძვლები, აქვთ დამწვრობები, სილურჯეები; ამ ადამიანებს აქვთ სერიოზულრი გაუწყლოება და სისუსტე. დატყვევებიდან რამოდენიმე დღის შემდეგ ერთ-ერთი ქართველი ჯარისკაცი , რომელიც ცხინვალში საომარი ოპერაციების დროს დაიჭრა, რუსმა ჯარისკაცებმა დაატყვევეს; ხოლო შემდეგ სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის საავადმყოფოებში მკურნალობდნენ მას.

 ქართველი ჯარისკაცების განცხადებით ერთ-ერთი ტყვე ჯარისკაცი მოკლეს. სკოლაში დაკავების შემდეგ ერთ-ერთი ქართველი ჯარისკაცი მალევე ცალკე პატარა ოთახში გაიყვანეს და უკნიდან ავტომატური იარაღიდან ესროლეს თავში. დანარჩენი ტყვეები აიძულეს მისი გვამი გაეტანათ და დაემარხათ. ეს კაცი აშკარად მაგიტომ გამოარჩიეს რომ ის ტანკისტი იყო. ქართველმა სამხედროებმა განაცხადეს რომ კიდევ ერთი ტყვე, ეთნიკურად ოსი იყო. ისიც წაიყვანეს იზოლატორიდან და მას მერე აღარც უნახავთ. ერთ-ერთი ყოფილი ტყვე ამტკიცებდა რომ ოსი მოკლეს როგორც „მოღალატე.“

ოსების მიერ ერთ-ერთი ქართველი მამაკაცის გაუმართლებელი მკვლელობის შესახებ ინფორმაციის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ შემდეგ მისამართ http://hrw.org/english/docs/2008/08/13/russia19620.htm

ქართველი მშვიდოებიანი მოსახლეობის მკვლელობა, უკანონო დაპატიმრება და სასტიკი მოპყრობა

როდესაც რუსმა შეირაღებულმა ძალებმა 8-9 აგვისტოს დაიწყეს სამხრეთ ოსეთის დაპყრობა, სამხრეთ ოსეთის საჯარისო განაყოფები მათ უკან გაყვნენ ქართული სოფლების დასარბევად. რუსმა და ოსმა სამხედროებმა დაატყვევეს ბევრი ადგილობრივი მცხოვრები რომელთა უმეტესობა მოხუცი იყო და სახლების დასაცავად დარჩნენ სოფლებში; ოჯახის უფრო ახალგაზრდა წევრები საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე წავიდნენ სოფლებიდან. მომდევნო დღეებში ოსები აპატიმრებდნენ იმ ადამიანებსაც რომლებიც ცდილობდნენ თავი დაეღწიათ მარადიორობისა და სახლების დაწვისაგან. ჰუმან რაითს ვოჩმა დოკუმენტირება მოახდინა იმისა თუ როგორ ძარცვავდნენ და წვავდნენ ოსი მოძალადეები ქართულ სოფლებში სახლებს. (http://hrw.org/english/docs/2008/08/28/georgi19712.htm) არ არსებობს მტკიცებულება იმისა რომ რუსებმა ან ოსებმა ქართველები ტყვედ მათი მხრიდან მომავალი რამე საფრთხის გამო აიყვანეს.

დაახლოებით ათი კაცის დაკავების დროს, რომლებიც გორის მიმართულებით ცდილობდნენ გაქცევას მანქანებით, ერთ-ერთი მათგანი ოსმა სამხედრომ მოკლა. დანარჩენები აიძულეს მინი-ავტობუსის იატაკზე მუცელზე დაწოლილიყვნენ; მათ ოსები კონდახებითა და წიხლებით ცემდნენ; თან უკრძალავდნენ თავების აწევას მიუხედავად იმისა რომ თავებში ურტყავდნენ. ერთ-ერთმა ყოფილმა ტყვემ ჰუმან რაითს ვოცთან საუბარში განაცხადა რომ მის გვერდით დაახლოებით 25 წლის ბიჭი იწვა და რამდენჯერმე აწია თავი; ამის გამო ოსმა მოძალადემ სამჯერ ესროლა თავში და მოკლა. მერე მისი გვამი გადააგდეს მინი-ავტობუსიდან და სხვებსაც დაემუქრნენ მოკვლით თუ არ დაემორჩილებოდნენ. „ყველას დაგხოცავთ ნელნელა.“ მოგვიანებით ეს ადამიანები ცხინვლაში სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს იზოლატორში მოათავსეს.

დაახლოებით 160 ქართველი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 40 მოხუცი ქალბატონი, ცხინვალში შსს იზოლატორში იყვნენ მოთავსებულები. ყოფილი ტყვეები აუტანელ პირობებზე საუბრობენ. მათი განცხადებით ეს იყო ბნელი, დახუთული სარდაფი რომელშიც ხუთი საკანი იყო და არ ნიავდებოდა. სავარაუდოდ მას დროებითი დაკავებისათვის იყენებდნენ. მალე საკნები გადაიჭედა და ტყვეები იძულებულები იყვნენ დერეფანში დაეძინათ ან შემოღობილ ეზოში რომელშიც იზოლატორიდან გადიოდნენ. არ იყო საკმარისი საწოლები და ტყვეთა უმეტესობას იატაკზე ეძინა.

იზოლატორში იყო მხოლოდ ერთი ტუალეტი და ყველა ტყვე იმით სარგებლობდა. ხშირად არ მოდიოდა წყალი. ყოფილი ტყვეები ყვებიან რომ მათ ბინძურ წყალს და ცუდ საჭმელს აძლევდნენ. ტყვეობის პირველ დღეებში დარაჯები 4 ან 5 პურს ყრიდნენ თითო საკანში და უყვიროდნენ „ჭამეთ ღორებო.“ აგვისტოს შუარიცხვებში საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის წარმომადგენლების ვიზიტის შემდეგ ტყვეებს შედარებით უკეთეს საკვებს აძლევდნენ. წიწიბურას, უფრო მეტ პურსა და ჩაის. დაკავებულთა უმეტესობა დასუსტდა ტყვეობის დროს. ცხინვალში მატერიალური მდგომარეობა ცუდი იყო; არ იყო შუქი, საკმარისი საკვები და წყალი.

ზოგიერთი მამაკაცი აცხადებს რომ დაკავების, გადაყვანის და იზოლატორში მოთავსების დროს სცემდნენ. ზოგდ აიძულებდნენ ემუშავათ და ცხინვალის ქუჩები მიცვალებულებისაგან გაეწმინდათ; ათხრევინებდნენ საფლავებს და ამარხვინებდნენ გვამებს. აწმენდინებედნენ ქალაქს ნანაგრევინებისაგან. ამ სამუშაოსთვის მათ კომპენსაციას არავინ აძლევდა. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, მშვიდობიანი მოსახლეობა შესაძლოა დაასაქმონ სხვადასხვა საქმეზე როდესაც ამის საჭიროება არსებობს; მაგრამ შესრულებული სამუშაოს გამო მათ კომპენსაცია უნდა მიიღონ. უფასო და ღისებისშემლახავი სამუშაო საომარი სიტუაციის თანდმევი კომპონენტია მაგრამ მკაცრად არის აკრძალული.

ერთი 61 კაციანი ჯგუფი ტყვეებისა, მათ შორის უმეტესობა ქალები, გაათავისუფლეს 21 აგვისტოს და გადაცვალეს 8 ტყვეში რომლებიც ქართველმა სამხედროებმა როგორც ოსი ბოევიკები ისე დაატყვევეს. დანარჩენი ტყვეებიც მოგვიანებით გაათავისუფლეს.  ბოლო დიდი ჯგუფი ტყვეებისა-81 კაცი 27 აგვისტოს გაუშვეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ბოლო ჯგუფი ოთხ ოს ტყვეში გადაიცვალა რომლებიც ომის დროს დააკავეს ქართველებმა როგორც ბოევიკები; ასევე სამინისტრომ ქართველი ტყვეების სანაცვლოდ გაათავისუფლა 9 ოსი პატიმარი რომლებიც ომამადე სისხლის სამართლის დანაშაულებისთვის იყვნენ დაპატიმრებულები და სასჯელს ქართულ ციხეებში იხდიდნენ.

ქართველი ჯარისკაცების მიერ ოსების დატყვევებისა და მათ მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტები

ჰუმან რაითს ვოჩი გაესაუბრა ორ ოს ტყვეს რომელიც ხეთაგუროვოში დააკავეს ქართველმა სამხედროებმა 9 აგვისტოს. ორივე აცხადებდა რომ მათ ქართველებმა დაკავების დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ერთმა მათგანმა განაცხადა რომ ცემის შედეგად ყბა ამოუვარდა. მეორე კი აცხადებდა რომ ქართველები მათ მუშტებს და წიხლებს ურტყავდნენ მანქანით მგზავრობის დროს. ორივე ტყვე პრეტენზიას გამოთქვამდა ცუდი კვების გამო ვიდრე ისინი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე იმყოფებდონენ თბილისში. არცერთ მათგანს არ დაუჩივლია სასტიკი მოპყრობის შესახებ. ჰუმან რაითს ვოჩმა დოკუმენტური მასალა მოამზადა ქართულ ციხეებში არსებულ ცუდ პირობებზე და მოუწოდა მთავრობას გააუმჯობესოს საპატიმროებში საცხოვრებელი პრიობები საერთაშორისო პირობების შესაბამისად.
(
http://hrw.org/reports/2006/georgia0906/)

ჰუმან რაითს ვოჩი ესაუბრა ორ რუს ტყვეს რომლებიც სამედიცინო მკურნალობას გადიოდნენ თბილისის საავადმყოფოში. მათ პრეტენზია არ გამოუთქვამთ სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებით.

 
 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC