კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროსაბჭო რუსეთს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს

26 სექტემბერი, 2008

"საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით, ის სახელმწიფო, რომელმაც სხვა ქვეყნის ტერიტორიის ოკუპირება მოახდინა, პასუხისმგებელია იმ მოვლენებზე, რაც მოხდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე,"  _ განაცხადა ევროსაბჭოს წარმომადგენელმა მათიას იორშმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, საქართველოში არცერთი რუსული ბლოკპოსტი არ უნდა იყოს.
25 სექტემბერს ევროსაბჭოს დელეგაცია თბიკლისიდან ცხინვალის რეგიონში ჩავიდა და სამხრეთ ოსეთის კრიმინალური რეჟიმის ლიდერს ედუარდ  კოკოითის შეხვდა.
„კოკოითმა ჩვენ გვითხრა, რომ თქვენი დელეგაცია ბოლოა, რომელსაც ეძლევა საშუალება საქართველოს მხრიდან შევიდეს მათთან“, _ განაცხადა მათიას იორშმა და დასძინა, რომ კოკოითის მხრიდან ასეთი პოზიცია მისთვის მიუღებელია.
„მიუღებელია იმიტომ, რომ ამას იმ ქვეყნის დე-ფაქტო პრეზიდენტი ამბობს, რომლის დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთმა და ნიკარაგუამ აღიარა“, _ აცხადებს მათიას იორში.

წყარო:მედიანიუსი.

ახალი ამბები