კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ღვინის ქარხნები ფერმერებისგან ყურძენს არ იღებენ

30 სექტემბერი, 2008

როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრს დედოფლისწყაროდან ფერმერებმა აცნობეს, ღვინის ქარხნები მათგან ყურძენს არ იბარებენ და ამის მიზეზად ხელისუფლებისგან მიღებულ მითითებებს ასახელებენ.

"ორი კვირაა ყურძნის ჩასაბარებლად 15 – ზე მეტ ქარხანას მაინც მივაკითხეთ, მაგრამ მოსავლის გაყიდვას ვერ ვახერხებთ. როგორც იგებენ, რომ ყურძენი ოც ტონას აღემატება, მის მიღებაზე უარს გვეუბნებიან. ღვინის ქარხნების მეპატრონეებმა პირად საუბარში გვითხრეს, რომ ხელისუფლებისგან აქვთ დავალება ყურძენი გლეხებისგან მიიღონ, რადგან სახელმწიფო სუბსიდია ფერმერებისთვის არ არის გათვალისწინებული", - აღნიშნეს ფერმერებმა.

ამ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გურჯაანში გახსნილი "რთველი – 2008" საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი კოტე ხუცაიძე არ ადასტურებს.

ფერმერები ყურძნის ჩაბარებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

 

ახალი ამბები