კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კარალეთიდან დევნილი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად შიმშილობს

1 ოქტომბერი, 2008


გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში გორის რაიონის სოფელ კარალეთიდან დევნილი ნათია ჭეჭელაშვილი 3 მცირეწლოვან ბავშთან ერთად შიმშილობს. დევნილმა დახმარება გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსს დავით მაჭარაშვილს სთხოვა, ამ უკანასკნელმა კი მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც ნათია ჭეჭელაშვილმა "ადამიანის უფლებათა ცენტრს" განუცხადა, 15 დღეა არავითარი დახმარება არ მიუღია და ბავშვებს ცარიელ დაობებულ პურს აჭმევს, რომელიც მას ერთ – ერთი საცხობის დარაჯმა აჩუქა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის ალექსანდრე იმერლიშვილის ინფორმაციით, გამგეობა ჭეჭელაშვილს დევნილობის პირველ დღეებში შეძლებისდაგვარად დაეხმარა, ამ ეტაპზე კი ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარების საშუალება არ აქვს. იმერლიშვილმა დევნილი დედა მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად სამუშაო ოთახიდან იმ მიზეზით დაითხოვა, რომ უსუფთაოდ იყვნენ ჩაცმულნი.

აღსანიშნავია, რომ "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" განახორციელა დევნილების დახმარების პროგრამის მონიტორინგი. გამოიკვეთა, რომ ადგილობრივი გამგეობის სოციალური სამსახურის მიერ ბიზნესმენებისთვის და საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებში მომუშავე თანამშრომლებისთვის გამორთმეული ათიათასობით ლარი არამიზნობრივად არის გახარჯული, თანხის დიდი ნაწილის ხარჯვის შესახებ კი ინფორმაცია ამ დრომდე ხელმიუწვდომელია.

გელა მთივლიშვილი,კახეთი

ახალი ამბები