ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დღეს მიიღებს რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც, რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით დაარღვია ევროსაბჭოს წევრი-სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა.
რეზოლუციის პროექტის მიხედვით, რუსეთის ქმედებები საქართველოში და განხორციელებული დარტყმები აფხაზეთში, დასავლეთ და ცენტრალურ საქართველოში არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.
“ფორმულირება:”საკუთარი მოქალაქეების დაცვა”, საერთაშორისო სამართლის კუთხით მიუღებელია”, - აღნიშნულია რეზოლუციის პროექტში.
პროექტის მიხედვით, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის გამო იმ რეგიონებში, რომლებსაც ის ფაქტობრივად აკონტროლებს.
წყარო: მედიანიუსი.