კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კარდენახელი გლეხები ამხანაგობის თავმჯდომარეს პრეზიდენტის ნაჩუქარი ტრაქტორების წართმევით ემუქრებიან

6 ოქტომბერი, 2008

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის მოსახლეობა სოფლისთვის საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ტრაქტორებით სარგებლობას ითხოვს. როგორც ადგილობრივებმა გვაცნობეს, სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების ტექნიკას მხოლოდ ამხანაგობის თავმჯდომარე განკარგავს და გლეხებს ტრაქტორების გამოყენების საშუალებას არ აძლევს.

კარდენახის მაცხოვრებლების თქმით, დაპირებისამებრ ტრაქტორებით სარგებლობა სპეციალური ავტოპარკიდან შეღავათიან ფასში უნდა მომხდარიყო, თუმცა ამხანაგობის თავმჯდომარეს ტრაქტორები საკუთარი სახლის ეზოში აქვს გაჩერებული და პირადად, ასევე მოგების მიღების მიზნით მოიხმარს.

ჩვენთან საუბარში კარდენახელი გლეხების ბრალდებებს ამხანაგობის თავმჯდომარე ილი გველუკაშვილი უარყოფს. მისი განცხადებით, მოსახლეობის უკმაყოფილებას ის იწვევს, რომ სოფელი დიდია და ორი ტრაქტორი საკმარისი არ არის.

კარდენახის მოსახლეობა დახმარებას სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან ითხოვს. უყურადღებობის შემთხვევაში გლეხები აქციებს გამართავენ.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები