კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპატრულო პოლიციამ გურჯაანის გამგებლის ყოფილი პირველი მოადგილე დააკავა

6 ოქტომბერი, 2008

შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა გუშინ, , გურჯაანში, მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი პირველი მოადგილე, "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის ყოფილი აღმასრულებელი მდივანი და ამჟამად მმართველი პარტიის წევრი როინ ქოჩორაშვილი იმ დროს დააკავეს, როცა ის მცირეწლოვან შვილთან ერთად "ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიიდან გამოდიოდა.

როგორც ქოჩორაშვილმა „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ განუცხადა, სამართალდამცავებმა ის უკანონოდ დააკავეს, რის შემდეგაც, იმის დასადგენად, იყო თუ არა ნარკოტიკული ნივთიერების ზეგავლენის ქვეშ, გურჯაანის ნარკოლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანეს.

შემოწმების შედეგად ქოჩორაშვილი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არ აღმოჩნდა, რის შემდეგაც ის გაათავისუფლეს. როინ ქოჩორაშვილი მომხდარს ანგარიშსწორებად აფასებს. მისი თქმით, ის უახლოეს მომავალში პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს, რის გამოც დაინტერესებული პირები მისი სახელის დისკრედიტაციას ცდილობენ.

შს საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოში როინ ქოჩორაშვილის ნარკოტიკული შემოწმების მიზეზად ოპერატიულ ინფორმაციას ასახელებენ.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები