კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შიდა ქართლში ოსიანობა გრძელდება

6 ოქტომბერი, 2008

ე.წ ბუფერული ზონის ქართულ სოფლებში ოსების თარეში გრძელდება. ამჟამად  გორის რაიონის სოფელ ტირძნისში შეიარაღებული ოსები იმყოფებიან და ქვის სამტვრევ საამქროს და საწყობებს ძარცვავენ. როგორც სოფლის რწმუნებული თემურ ტეტუნაშვილი აცხადებს, ოსებს ტექნიკაც ჰყავთ მოყვანილი და ძვირადღირებული დანადგარების წაღებას ცდილობენ. ოსებმა  2 სატვირთო მანქანით უკვე გაიტანეს სპეციალური ტექნიკა. აღნიშნულის თაობაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ და სამართალდამცავებმა საქმის კურსში უკვე ჩააყენეს ევროკავშირის დამკვირვებლები და "სამშვიდობო" ძალების სარდალი მარატ კულახმეტოვი და მათგან რეაგირებას ელიან.

ყაჩაღობა მოხდა სოფელ აძვში გუშინ ღამით. სოფლის რწმუნებული გუჯა რჩეულიშვილის ინფორმაციით, რამდენიმე შეიარაღებული და ნიღბანი პიროვნება ქუჯოშვილების ოჯახში გვიან ღამით შეიჭრა და ფული და ძვირფასი ნივთები წაიღო. დაზარალებულთა განცხადებით თავდამსხმელები ოსური აქცენტით ქართულად ლაპარაკობდნენ.

რწმუნებულის განცხადებით, ოსების მხრიდან ხშირია ქართულ სოფლებში იარაღით შემოჭრის და დაშინების ფაქტები. აძვს ოსური სოფელი ზემო არცევი ესაზღვრება

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები