კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის რაიონის დეოკუპირებულ სოფლებში გამნაღმველთა ჯგუფი მუშაობს

9 ოქტომბერი, 2008

რუსების გასვლის შემდეგ, გორის რაიონის დეოკუპირებულ სოფლებში ქართულ პოლიციასთან ერთად გამნაღმველთა და მონიტორინგის ჯგუფი შევიდა.

როგორც „მედიანიუსს“  გორის რაიონის გამგებელმა დავით ხმიადაშვილმა განუცხადა, განნაღმვითი სამუშაოები 2-3 დღეში დასრულდება, მანამდე კი მოსახლეობას უსაფრთხოების მიზნით სოფლებში დაბრუნებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ქართულ პოლიციას შეჰყვა, დეტალურად დაადგენს დაზიანებული სახლების რაოდენობას და კატეგორიას. მონიტორინგის ჯგუფის მონაცემების მიხედვით, სახელმწიფო დაზიანებული სახლების რეაბილიტაციასა და აღდგენით სამუშაოებს დაიწყებს.

როგორც „მედიანიუსს“ შიდა ქართლის გუბერნატორმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა განუცხადა,  განნაღმვითი  სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფლებში უნდა დაბრუნდნენ ის დევნილები, რომლებსაც სახლები დაუზიანდათ. რადგან საკუთარი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებში მიიღონ მონაწილეობა, რაშიც სახელმწიფო შესაბამის ანაზღაურებას გადაუხდის. ვარძელაშვილის თქმით, ამით მათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში საარსებო წყარო გაუჩნდებათ.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები