კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კერძო სექტორში განთავსებული დევნილებისთვის ჰუმანიტარული დახმარების პირველი ცენტრი გაიხსნა

9 ოქტომბერი, 2008

დღეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, სამოქალაქო რეესტრის, მსოფლიოს სასურსათო პროგრამისა  და მსოფლიო ხედვის ერთობლივი ძალისხმევით გაიხსნა რუსეთის ანექსიის შედაგად დაზარალებული, კერძო სექტორში განთავსებული მოსახლეობისთვის სასურსათო დახმარების პირველი ცენტრი (მის. თბილისი,  გლდანი, ა მ/რ, ვეკუას 6, სპორტული მანეჟის შენობა, ახმეტელის თეატრის გვერდზე).

თბილისის კერძო სექტორში (ნათესავებთან, ნაცნობ-მეგობრებთან და სხვა მასპინძელ ოჯახებში) მცხოვრებ დაზარალებულ მოსახლეობას საშუალება ექნება ისარგებლოს მსოფლიოს სასურსათო პროგრამის მიერ მოწოდებული ჰუმანიტარული საკვებით, რომელსაც დღემდე იღებდა მხოლოდ კომპაქტურად დარეგისტრირებული დაზარალებული მოსახლეობა.

ინდივიდუალური ულუფა 10-დღეზეა გათვალისწინებული და შემდეგი შემადგენლობისაა: პურის ფქვილი 3 კგ, მაკარონი 1.5 კგ, მარილი 50 გრ, ზეთი 325 გრ, ლობიო 0.5 კგ და მაღალკალორიული ორცხობილა 200 გრ. ერთ სულ მოსახლეზე გათვალისწინებული პროდუქტი სპეციალურ ინდივიდუალურ შეფუთვაშია დაკომპლექტებული

იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის მიერ შემუშავდა სპეციალური პროგრამა, რომლის მეშვეობით დისტრიბუცია ონ-ლაინ რეჟიმში განხორციელდება. დაზარალებულ პირს, მისი პირადობის მოწმობის ბაზაში გადამოწმების შემდგომ გადაეცემა ოჯახის სულადობის მიხედვით გამოწერილი ჩეკი, რომლის საფუძველზეც გადაეცემა პროდუქტი. თუკი ოჯახი მანმადე დარეგისტრირებული იყო კომპაქტურად და უნდა ამოეწეროს რომელიმე ცენტრიდან მას შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია და მიიღოს მისი ოჯახის ულუფა ასეთი ტიპის განაწილების ცენტრებში მომავალში.
თბილისში საწყის ეტაპზე ასეთი სამი ჰუმანიტარული ცენტრის გახსნაა დაგეგმილი.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები