კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კავშირგაბმულობის ტექნიკუმიდან 105 აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი გამოასახლეს

9 ოქტომბერი, 2008

კონსერვატიული პარტიის განცხადებით, თბილისში ბოგდან ხმელნიცკის ქ.№48-ში კავშირგაბმულობის ტექნიკუმის შენობიდან 105 აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი ადგილობრივი გამგეობისა და  პოლიციის თანამშრომლებმა გამოდევნეს.

პარტიის წევრები მოითხოვენ, რომ დევნილებისათვის გამოიყოს ალტერნატიული ფართი და სამართალდამცავების ქმედებაზე დაიწყოს გამოძიება.

დამოუკიდებელმა ექსპერტის ლანა გალდავას განცხადებით, აფაზეთიდან დევნილი 105 ოჯახი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ნებართვით, ბოგდან ხმელნიცკის ქ.№48-ში აგვისტოს თვეში შესახლდა. მისი თქმით, აქ მანამდე აფხაზეთიდან დევნილი რამდენიმე ოჯახიც ცხოვრობდა.

„მიუხედავად იმისა, რომ მათ ნებართვა ჰქონდათ დასახლებულიყვნენ კავშირგაბმულობის ტექნიკუმის შენობაში, დევნილებს ძალით დაატოვებინეს შენობა. 2 ოქტომბერს ღამით, ისან-სამგორის გამგეობის პოლიციის თანამშრომლებმა დევნილები ძალადობით გამოყარეს შენობიდან. დაზარალებულია ერთი არასრულწლოვანი, რომელიც შეხლა-შემოხლის დროს ინვალიდის ეტლიდან გადმოაგდეს.

კონსერვატიული პარტიის სახელით მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გამოიყოს ალტერნატიული საცხოვრებელი ადგილი დევნილებისთვის, რომლებიც ამჟამად 31-ე ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფებიან. იმის დამადასტურებლად, რომ დევნილებზე ძალა იქნა გამოყენებული, სამართალდამცავების მხრიდან  ჩვენ გვაქვს ვიდეო-მასალა. ასევე, მოვითხოვთ, რომ მოხდეს ამ საქმის გამოძიება“, _ განაცხადა ლანა გალდავამ. მისი თქმით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ამასთან დაკავშირებით განცხადებას არ აკეთებს

კონვერსატიულ პარტიაში მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეო-მასალა მედიის წარმომადგენლებს გააცნეს.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები