კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილებს შიდა ქართლის ტერიტორიაზე გადაანაწილებენ

13 ოქტომბერი, 2008

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს, რომლებიც საკუთარ სახლებში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, შიდა ქართლის ტერიტორიაზე გადაანაწილებენ.

შიდა ქართლის რეგიონში კოტეჯების აშენებამდე სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში განთავსდებიან ის დევნილები, ვინც კონფლიქტის ზონიდან არის, ან გორის რაიონის მცხოვრებია და ზამთრამდე მისი სახლის აღდგენა ვერ ხერხდება.

როგორც „მედიანიუსს“ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში განუცხადეს, 15-მა საერთაშორისო ორგანიზაციამ თავის თავზე აიღო კომპაქტურად ჩასახლების ადგილებში გამოსაზამთრებული პირობების შექმნა. საჯარო დაწესებულების შენობებს აღნიშნული ორგანიზაციები გაარემონტებენ და თითოეულ შენობას სველი წერტილებითა და სითბური პირობებით უზრუნველყოფენ.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები