კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მასწავლებელს მოსწავლის თურქეთში გაყიდვის მცდელობაში ადანაშაულებენ

13 ოქტომბერი, 2008

ჯერ - ჯერობით დაუდგენელმა პირმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ - ერთი საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეს მ. ა-ს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. მოსწავლის ახლობლები მომხდარს სკოლის პედაგოგს უკავშირებენ.

მათი თქმით, როგორც გაარკვიეს, მასწავლებელი მოსწავლეს რამდენიმე თვის განმავლობაში არწმუნებდა, რომ ის ნაშვილები იყო და ბიოლოგიური მშობლების მოძებნაში დაეხმარებოდა. ამისათვის პედაგოგის მითითებით და დახმარებით მ. ა-მ საერთო ჯამში დაახლოებით 1000 აშშ დოლარამდე თანხა არაერთხელ ისესხა და მასწავლებლის მიერ ნაჩვენებ პიროვნებას გადასცა, რომელიც მ. ა-ს ადვოკატად გაეცნო.

როგორც "ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის" გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც მ. ა-მ მომხდარის შესახებ დედას გაანდო, მასწავლებლის მიერ მითითებული პირი, რომელსაც მ. ა. ადვოკატად იცნობდა, მას სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა და გაჩუმება მოსთხოვა, ამასთან ერთად დაემუქრა და გოგონას განმარტებით მუცლის არეში დანით დასერა.

ერთ - ერთი ვერსიით, რაზედაც მ. ა-ს ახლობლები საუბრობენ, პედაგოგს გოგონას საზღვარგარეთ გაყვანა და მისი თურქეთში გაყიდვა სურდა. ამ მიზნით, პედაგოგი გოგონას ავტორიტეტის შემლახველ ცნობებს ავრცელებდა, თითქოს მას მშობლის თანატოლ მამაკაცთან ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამოძიებას კახეთის საოლქო პროკურატურა აწარმოებს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები