კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი კახეთის საოლქო პროკურორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს

22 ოქტომბერი, 2008

ადამიანის უფლებათა ცენტრი საქართველოს გენერალური პროკურატურისგან კახეთის საოლქო პროკურორის თამაზ ცაბუტაშვილის საქმიანობის დაუყოვნებლივ შემოწმებას და გამოვლენილ დანაშაულებზე მკაცრ რეაგირებას მოითხოვს.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, კახეთის საოლქო პროკურორი თამაზ ცაბუტაშვილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მფარველობს სისხლის სამართლის დანაშაულებში ეჭვმიტანილ და ბრალდებულ საჯარო მოხელეებს. კერძოდ, კახეთის საოლქო პროკურატურის გამომძიებლების მიერ დადგენილია, რომ თელავის გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლებმა მიითვისეს უპოვართა სასადილოსთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული საკვები, რაზედაც სისხლის სამართლის პასუხისგებაში არავინ მიუციათ.

კახეთის საოლქო პროკურორი რეაგირებას არ ახდენს საქართველოს პარლამენტის წევრის, „ნაციონალური მოძრაობის“ სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნუგზარ აბულაშვილის დანაშაულებრივ საქმიანობაზე. დეპუტატი არაერთხელ ამხილეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში, კორუფციაში, მაგრამ უშედეგოდ.

კახეთის საოლქო პროკურორის ძმას უკანონოდ აქვს ნაყიდი სიღნაღის რაიონის ქალაქ წნორში მდებარე გაზონები. მასვე სიღნაღის გამგეობამ უკანონოდ გაუფორმა 50 ჰა სახნავ მიწის ნაკვეთზე იჯარა, რადგან ამ დროისთვის კანონმდებლობით იჯარის გაფორმება აღარ ხდებოდა. საიჯარო კომისიის მაშინდელმა თავმჯდომარემ ვაჟა დიერაშვილმა კომისიის სხდომის 2006 წლის აგვისტოს ოქმში, მოგვიანებით ჩაამატა თამაზ ცაბუტაშვილის ძმის სახელი და გვარი.

კახეთის საოლქო პროკურორს აქვს ბიზნეს – ინტერესებიც. მის სახელს უკავშირდება თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში რიგითი მოქალაქეებისთვის და ორგანიზაციებისთვის მიწის ნაკვეთების წართმევა და მასზე საქონლის ხორცის სარეალიზაციო ბაზრის გაშენება.

გენერალური პროკურატურის დაინტერესების შემთხვევაში "ადამიანის უფლებათა ცენტრი" მზადყოფნას გამოთქვამს პროკურატურას შესაბამისი მასალები მიაწოდოს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

 

ახალი ამბები