კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთიდან თბილისის მიმართულებით სამგზავრო ავტობუსების მძღოლებს 7 ნოემბერს მუშაობა აეკრძალათ

23 ოქტომბერი, 2008

კახეთიდან თბილისის მიმართულებით სამგზავრო ავტობუსების და მიკროავტობუსების მძღოლებს 7 ნოემბერს მუშაობა აუკრძალეს. როგორც `ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის~ გახდა ცნობილი, ამის შესახებ მუნიციპალიტეტების გამგებლებმა დავალება გუშინ, 21 ოქტომბერს სიღნაღში გამართული შეხვედრის დროს, რეგიონული მართვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისგან, დავით ტყეშელაშვილისგან მიიღეს.

სანდო წყაროს ცნობით, მინისტრმა აღნიშნა, რომ 7 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ, 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების ერთი წლის თავთან დაკავშირებით დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე, ხელისუფლება რეგიონებიდან ხალხის ჩასვლას ვარაუდობს. წყაროს თქმით, მოსახლეობის გადაადგილების შეზღუდვის მიზნით, რაიონების გამგებლებმა მითითება მიიღეს, გააფრთხილონ შესაბამისი ავტოსატრანსპორტო საწარმოები, 7 ნოემბერს კახეთიდან თბილისის მიმართულებით სამგზავრო ტრანსპორტმა არ იმუშაოს.

2008 წლის 7 ნოემბრისთვის კახეთიდან თბილისის მიმართულებით სამგზავრო ავტობუსების მუშაობის აკრძალვის შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში. აღსანიშნავია, რომ 21 ოქტომბრის შეხვედრას კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილიც ესწრებოდა. გუბერნატორის განცხადებით, შეხვედრაზე საბიუჯეტო თანხების ხარჯვასთან და სახელმწიფო პროგრამებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი


ახალი ამბები