კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობოები სიღნაღის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მუშაობას აკრიტიკებენ

27 ოქტომბერი, 2008

კახეთის არასამთავრობო ორგანიზაციათა კლუბი სიღნაღის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის მუშაობას აკრიტიკებს. როგორც ორგანიზაციაში აღნიშნეს, სიღნაღის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური, გარდა იმისა, რომ გამოძახებებზე დროულ რეაგირებას ვერ ახდენს, ხშირია შემთხვევები, როცა ექიმთა ჯგუფებს ტკივილგამაყუჩებლები და სხვა საჭირო მედიკამენტებიც არ აქვთ.

"გარდა იმ ინფორმაციებისა, რასაც მოსახლეობა გვაწვდის, ერთ-ერთი შემთხვევის დროს ჩვენმა წარმომადგენლებმა თავად ნახეს, რომ სიღნაღის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური, ქალაქ სიღნაღში, გამოძახებაზე, შეტყობინებიდან ერთი საათის დაგვიანებით მივიდა. ექიმებს სიცხის და წნევის გასაზომი გამართული ხელსაწყოებიც კი არ ჰქონდათ, მედიკამენტებზე რომ აღარაფერი ვთქვათ", - განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციათა კლუბში.

არასამთავრობოების ბრალდებებს უარყოფს სიღნაღის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსი ნუგზარ ლათიბაშვილი. მისი თქმით, სამსახურს ყველა ის მედიკამენტი აქვს, რაც ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ჩამონათვალშია მითითებული. რაც შეეხება დაგვიანებებს, ლათიბაშვილმა აღნიშნა, რომ გამოძახებები ბევრია, ბრიგადა კი სულ სამი, რის გამოც ექიმებს გამოძახების ადგილზე დროულად მისვლა ხანდახან აგვიანდებათ.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები