13:15, Wednesday, 19.06.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

აფხაზების საგვარეულო სასახლეს ანადგურებენ

27.10.2008
გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში აფხაზების საგვარეულო სასახლის განადგურების ფაქტით არც ადგილობრივი ხელისუფლება და არც სამართალდამცავები არ ინტერესდებიან. სოფლის მაცხოვრებლები დარჩენილ კედლებსაც ანგრევენ.

როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის გახდა ცნობილი, აფხაზების საგვარეულო სასახლის ძარცვა და გაპარტახება 2003 წლიდან დაიწყო. მანამდე აფხაზების სასახლის ეზოში უპატრონო ბავშვთა სახლი ფუნქციონირებდა, რომელიც გურჯაანის რაიონის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით გაუქმდა. უპატრონოდ მიტოვებული შენობიდან თავდაპირველად ავეჯი და ძვირფასეულობა მოიპარეს, შემდეგ სხვადასხვა ნივთები, სახურავი, კარ-ფანჯარა და ამჟამად შენობის კედლებსაც ანგრევენ. მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩეხილია მუხის ასწლოვანი ხეები.

ქურდობისა და ძარცვის ფაქტების შესახებ პოლიციის რაიონულ სამმართველოს და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობას არაერთხელ აცნობეს, მაგრამ უშედეგოდ.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
უნდა განადგურდეს თუ არა უკანონოდ მოპოვებული ოპერატიული მასალების არქივი?
უნდა განადგურდეს დაუყოვნებლივ ჯერ კომისიამ შეისწავლოს და მერე განადგურდეს არ უნდა განადგურდეს მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC