კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავში პოლიციამ მოსახლეობის შანტაჟი დაიწყო

3 ნოემბერი, 2008

როგორც რადიო "ჰერეთს" "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გოგიტა დალაქიშვილმა აცნობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობამ, უბნის ინსპექტორებს საკუთარ სამოქმედო ტერიტორიებზე ოპოზიციურად განწყობილ მოსახლეობაზე ინფორმაციის შეგროვება და სამმართველოში წარდგენა დაავალა.

დალაქიშვილის განცხადებით, თუ უბნის ინსპექტორებზე ადრე მათ სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრებ ოპოზიციურად განწყობილ მოსახლეობაზე ინფორმაცია ხელმძღვანელობამ მოიპოვა, ინსპექტორებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.

"მოვუწოდებ შინაგან საქმეთა კახეთის სამხარეო სამმართველოს ხელმძღვანელობას და სხვა ოპერატიულ დანაყოფებს, საკუთარი თანამშრომლების და ხალხის შანტაჟს თავი დაანებოს, ვინაიდან ეს საზოგადოების აღშფოთებას გამოიწვევს და ნუ გადაყვებიან მერაბიშვილის ამბიციებს პოლიტიკურ მოუსავლეთში” – განუცხადა  "ჰერეთს"  "ახალი მემარჯვენეების" წევრმა გოგიტა დალაქიშვილმა.

წყარო: რედიო “ჰერეთი”

 

ახალი ამბები