კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები გამოქვეყნდა

4 ნოემბერი, 2008

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.

როგორც ცეკსოს საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა ნატალია ჩხეიძემ განაცხადა, ამ დროისათვის დათვლილია საარჩევნო უბნების დაახლოებით 80 პროცენტი.

ვაკის საარჩევნო ოლქში წინასწარი მონაცემებით, თამაზ კვაჭანტირაძე (გიორგი თარგამაძე _ ქრისტიან-დემოკრატები) ლიდერობს ხმათა 42,61 პროცენტით (2940 ხმა), მეორე ადგილზეა პოლიტიკური გაერთიანების _ „ჩვენ თვითონ“ კანდიდატი ლევან ასათიანი ხმათა 34,25 პროცენტით (2363 ხმით). რაც შეეხება პოლიტიკური გაერთიანების „ქართული დასის“ კანდიდატს კახა ქორიძეს მან ხმათა 22,86 პროცენტი (1577 ხმა) დააგროვა.

დიდუბის საარჩევნო ოლქში, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატი გურამ ჩახვაძე ლიდერობს ამომრჩეველთა ხმების 65 პროცენტით (5272 ხმით). მეორე ადგილზეა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული დასის“ კანდიდატი ნათელა მიქიაშვილი ხმათა 19 პროცენტით (1413 ხმით).

ხოლო მესამე ადგილზეა გავიდა სრულიად საქართველოს რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალური პარტიის კანდიდატი ჯემალ ნათელაშვილი, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 9,7 პროცენტი (724 ხმა) დააგროვა.

შუალედურ არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ დიდუბის საარჩევნო ოლქში 11,44, ხოლო ვაკის საარჩევნო ოლქში 7,63 პროცენტს მიაღწია.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები