კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი არსენიშვილს ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებულ კონცეფციას გაეცნო

7 ნოემბერი, 2008
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი არსენიშვილი  საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველს ინტეგრაციის საკითხებში, თამარ კინწურაშვილს შეხვდა.

შეხვედრა თამარ კინწურაშვილის ინიციატივით გაიმართა და საუბარი ძირითადად ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებულ კონცეფციას შეეხო, რომლის შემუშავებაზეც  პრეზიდენტთან არსებული საბჭო მუშაობს.

თამარ კინწურაშვილმა გიორგი არსენიშვილს კონცეფციის არსი გააცნო და ამ საკითხში პარლამენტის საკანონმდებლო კუთხით ჩართვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. გიორგი არსენიშვილმა არსებული საკითხის შესწავლის მზადყოფნა გამოთქვა და მხარეები კონცეფციის სრულყოფისათვის მომავალში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. გიორგი არსენიშილის განცხადებით, უმცირესობების საკითხებთან დაკავშირებით, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის პოზიციების გაზიარება პერმანენტულად უნდა მიმდინარეობდეს.

პრეზიდენტის მრჩევლის, თამარ კინწურაშვილის თქმით დეკემბერში საქართველოში ევროსაბჭოს უმცირესობათა ჩარჩო-კონვენციის მრჩეველთა კომიტეტის წარმომადგენლები ჩამოვლენ, რომლებიც მონიტორინგს ახორციელებენ, იმასთან დაკავშირებით,  რამდენად ასრულებს სახელმწიფო აღებულ ვალდებულებებს უმცირესობებთან მიმართებაში.

შეხვედრაზე ასევე 16 ნოემბერს ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით ისაუბრეს, კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი არსენიშვილის განცხადებით, ამ დღესთან დაკავშირებით პარლამენტში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის მიღება იგეგმება.

წყარო:მედიანიუსი

ახალი ამბები