კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლაგოდეხის გამგებელმა სოციალურად დაუცველ ადამიანებს მათხოვრები უწოდა

10 ნოემბერი, 2008

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია გოზალიშვილმა სოციალურად დაუცველ ადამიანებს მათხოვრები უწოდა. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრს გამგებლისგან შეურაცხყოფილმა ადამიანებმა აცნობეს.

ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭიაურის მცხოვრებთა თქმით, რაიონის გამგებელი, გამგეობის შენობაში გამოკრული განცხადების თანახმად, მოქალაქეებს ოთხშაბათს და პარასკევს უნდა იღებდეს, თუმცა მოსახლეობა გია გოზალიშვილთან შეხვედრას ვერ ახერხებს. “ზედიზედ რამდენიმე კვირაა რაც გამგებელთან შეხვედრის მიზნით გამგეობას ვაკითხავთ, მაგრამ მოქალაქეთა მიღების დღეებში გოზალიშვილს ვერ შევხვდით. ამიტომ რამდენჯერმე ტელეფონზეც დავუკავშირდით, მოვუბოდიშეთ და გვინდოდა გვეთხოვა, რომ თავისუფალ დროს შეგვხვედროდა, მაგრამ სიტყვა არ დაგვამთავრებინა, დაკავებული ვარო, აღნიშნა და ტელეფონი გაგვითიშა. მცირეწლოვანი ბავშვი გვყვავს ავად. ოპერაციას საჭიროებს. სოციალურად ძალიან გვიჭირს, მაგრამ დახმარებას ვერ ვიღებთ. არც სამედიცინო პოლისი გვაქვს. გამგებელს იქნებ შეეძლო და ოპერაციის თანხის ნაწილის გადარიცხვით მაინც დაგვხმარებოდა. რამდენიმე დღის წინ გამგეობის შესასვლელში დავუხვდით და შევეცადეთ მისთვის ჩვენი გაჭირვების შესახებ აგვეხსნა. არ მოგვისმინა, ამდენი მათხოვრებით დავიღალეო, იყვირა და გაგვშორდა”, - გვითხრეს ადგილობრივებმა.

ლაგოდეხის გამგებელი სოციალურად გაჭირვებული ადამიანების შეურაცხყოფის ფაქტს უარყოფს. მისი თქმით, მოქალაქეებს გამგებელთან შეხვედრის პრობლემა არ აქვთ.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები