კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოსებმა და რუსებმა ახალგორის რაიონში სახლების დაწვა და დაშლა დაიწყეს

13 ნოემბერი, 2008

ახალგორის რაიონში სეპარატისტებმა და ოკუპანტებმა საცხოვრებელი სახლების დაწვა და დაშლა დაიწყეს. დაშლილი სახლების  ხის მასალებს გასათბობად იყენებენ. გახშირდა რაიონში დარჩენილი მოსახლეობის ძარცვა და მუქარის ძალით საკვები პროდუქტების წარმთევა.

როგორც „მედიანიუსს“ ახალგორის რაიონის გამგებელმა ზურაბ ფიცხელაურმა განუცხადა, ახალგორში ვითარება ძალიან დაიძაბა. ოსური ბანდფორმირებები აღარაფერს ერიდებიან და რაიონში დათარეშობენ. რუსი ჯარისკაცები კი მშივრები დადიან და საჭმელს მათხოვრობენ
„ამჟამად რაიონში ადგილობრივი მოსახლეობის მხოლოდ 20 პროცენტია დარჩენილი, აქედან უმრავლესობა ეთნიკურად ოსია. სეპარატისტები მათაც კი არ ინდობენ და მუდმივ შიშშსა და ზეწოლაში ჰყავთ. სოფელ ყანჩავეთში და მოსაბრუნთან ოსურმა დაჯგუფებებმა საცხოვრებელი სახლების დაწვა და ძარცვა დაიწყეს. დაშლილ მასალებს გასათბობად იყენებენ. დაკეტილი სახლებიდან გამოაქვთ ყველაფერი, რისი წაღებაც კი შეუძლიათ. ახალგორის ადმინისტრაციის ე.წ. ხელმძღვანელობა 10 დღეა ცხინვალშია წასული და როდის ჩამოვლენ, არავინ იცის. რაიონში არც პოლიცია მოქმედებს და არც სხვა უწყებები. სიტუაციას მთლიანად შეიარაღებული ბანდფორმირებები აკონტროლებენ. რუსები კი საჭმლის მათხოვრობის მეტს არაფერს აკეთებენ. ალბათ, ერთ კვირაში სკოლებში სწავლაც შეწყდება, რადგან რაიონში ბავშვები თითქმის აღარ არიან“, _ განუცხადა „მედიანიუსს“ ზურაბ ფიცხელაურმა.

წყარო: მედიანიუსი

ახალი ამბები