კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პედაგოგი, რომელმაც პროტესტის ნიშნად რუსული ენის სწავლებაზე უარი თქვა, გაჭირვების გამო ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

19 ნოემბერი, 2008

ქ. გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგი ზინა ლუაშვილი, რომელმაც აგვისტოს მოვლენების გამო პროტესტის ნიშნად რუსული ენის სწავლებაზე უარი თქვა, უკიდურესი გაჭირვების გამო ერთი კვირაა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

როგორც ზინა ლუაშვილმა გვითხრა, მისი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა, რომლითაც სკოლაში მასწავლებლად მუშაობის დროს სახალხო ბანკიდან სამკურნალოდ გამოტანილ სესხს ფარავს. სოციალური გაჭირვების გამო ყოფილი პედაგოგი მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების – 40 ლარის გადახდას ვეღარ ახერხებს, რის გამოც "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" გურჯაანის სერვის – ცენტრმა ერთი კვირის წინ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა.

პედაგოგმა დახმარებისათვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საქმეთა განყოფილებას არაერთხელ მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ალექსანდრე იმერლიშვილის განცხადებით, იგი ამ საკითხით დაინტერესდება და გამგეობა განმცხადებელს დახმარებას შესაძლებლობების ფარგლებში გაუწევს.

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები